01 დეკემბერი, 2017
კვირას წელიწადის ერთადერთი სუპერმთვარეობა იქნება - აისრულეთ სანუკვარი ოცნება
კვირას, 3 დეკემბერს გრანდიოზული ასტრონომიული და ასტროლოგიური მოვლენა მოხდება - 2017 წლის ერთადერთი სუპერმთვარეობა.

ამ უიშვიათესი მოვლენის დროს მთვარე 14%-ით იზრდება და თუ გაგვიმართლა, მას წითელ-ნარინჯისფერ ფერებში ვიხილავთ.
სავსემთვარეობა 3 დღეს გაგრძელდება, ამიტომ ამ იშვიათი და დაუჯერებელი სანახაობით ტკბობას მოვასწრებთ.

ბევრი მიიჩნევს, რომ სუპერმთვარეობის დღეებში პლანეტაზე ყველაზე საშიში და დამანგრეველი მოვლენები ხდება - მიწისძვრა პაკისტანში 2005 წელს, ცუნამი ინდონეზიაში და ფუკუსიმას ავარია 2011 წელს.

თუმცა, თუ ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას განვიხილავთ, პლანეტის მსგავს სიურპრიზზე ყველა სხვადასხვაგვარად
რეაგირებს. ზოგიერთი ადამიანი ენერგიის მოზღვავებას გრძნობს, სხვები კი სისუსტესა და დეპრესიას განიცდიან.

ამ პერიოდში შესაძლებელია ჰემატოპიური სისტემისა და არასასურველი ეფექტების მიღება წამლის გამოყენებისას. ამიტომ, სავსემთვარეობისას გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე.

ასტროლოგების თქმით, სუპერმთვარეობისას რეკომენდებული არ არის სავსე მთვარეზე ყურება, რადგან სწორედ სავსე მთვარე ახდენს გავლენას ფსიქიკურად და ემოციურად გაუწონასწორებელ ადამიანებზე.

სუპერმთვარეობისას აკონტროლეთ თქვენი ქცევები, იყავით თავშეკავებულები ემოციების გამოხატვისას და თავი ხელში აიყვანეთ.
Rating
რიტუალები სავსემთვარეობაზე

ფულის საქმეში განსაკუთრებით საკეთილდღეოა სავსემთვარეობა. ამ დროს შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ ღვთაებრივ ნათებას: სთხოვოთ დაფეხმძიმება, სახლში სიმდიდრის მიზიდვა ან უბრალოდ ბედნიერება.

როგორც ამბობენ, როცა ადამიანის სხეულს სული ტოვებს, ის მთვარეზე გადასახლდება და სუპერმთვარეობის განსაკუთრებულ დღეებში მათ ჩვენი მოსმენა და სურვილების ასრულება შეუძლიათ. მთვარე აუცილებლად შეისმენს თქვენს თხოვნას და მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

გამოცდილი ჯადოქრები გირჩევთ, სუპერმთვარეობისას ჩაატაროთ ცეცხლოვანი რიტუალი. ცერემონია სახლში ყველა უსარგებლო ნივთის დაწვით იმართება, რომლებიც წარმატების გზაზე ხელს გიშლით. ამასთან უსაფრთხოების ტექნიკას თვალყური უნდა ადევნოთ: ყველა მაგიურ ნივთს მხოლოდ თქვენ უნდა შეეხოთ.

შეგიძლიათ ასევე დაამზადოთ წარმატების თილისმა. ამისათვის უნდა აიღოთ თქვენი საყვარელი ვერცხლის სამკაული და დადოთ ისე, რომ მთვარის შუქი ეფინებოდეს.

ამ დროს უნდა ჩაიფიქროთ თქვენთვის სანუკვარი ოცნება და დატოვოთ სამკაული მთელი ღამით. დილით, მზის ამოსვლამდე აიღეთ თილისმა და თან ატარეთ - მაშინ თქვენი ჩანაფიქრი აუცილებლად ასრულდება.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS