01 დეკემბერი, 2017
"პატრულთან დარეკვა იყო შეუძლებელი" - რას წერს ნიკა ვაჩეიშვილი ვერაზე მომხდარ "ქუჩურ გარჩევაზე"
ნიკა ვაჩეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვერაზე მომხდარი ე.წ. გარჩევის შესახებ წერს. შემთხვევის შედეგად სამი მოზარდი დაიჭრა.

მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ფაქტს ნიკა ვაჩეიშვილი შეესწრო:

"ამ წუთას ვერაზე იჩხუბეს უფროსკლასელებმა. დანით დაიჭრა 2 ბიჭი. ჭრილობები მძიმეა. არ ვიცი გადარჩებიან თუ არა. პატრულთან დარეკვა იყო შეუძლებელი. დავუკავშირდით ძლივს. სასწრაფო მოვიდა ასევე ძლივს.

ჩხუბი იყო დიდი, ბევრი მოსწავლით.

არ ვიცი რა ვთქვა. დაუცველობა. უპატრონობა. ღმერთს ვთხოვ. გადარჩნენ ეს ლამაზი ბიჭები - წერს ვაჩეიშვილი".

ვერაზე მოზარდებს
შორის გარჩევა ერთი საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 51-ე და 53-ე სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
123
მართალი ხარ გენაცვალე უკვე შიშია საქართველოში ქურდები მკვლელები მომრავლდნენ მანქანები გიჟებივით დაქრიან ხოცავენ ხალხს დანები და იარაღით დადიან ესეიგი უნდა მკაცრი ზომები სხვა გზა არაა პატრონი გვინდა ცალკე მშობელი რად იზამს წესიერი ბავშვის გამზრდელი.
04:43 / 03-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS