როგორც ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, ჩხუბში დაახლოებით 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა და მათი ნაწილი სავარაუდოდ 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი სავარაუდოდ ადგილობრივია და ხორავას ქუჩაზე ცხოვრობს.
"გარჩევა იყო, ხმაურზე მეზობლებმა გამოვიხედეთ და დავინახეთ, რომ ბევრი ბავშვი იყო შეკრებილი. დავიწყეთ შეძახილები, რომ გაგვეშველებინა, თუმცა, უცბად ატყდა ჩოჩქოლი, ჩავედით და დავინახეთ, რომ
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით კი, მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით, დანებით დაჭრეს.
"ბავშვებმა იჩხუბეს და დანებით დაჭრეს ერთმანეთი. ბევრი ბავშვი იყო, დაახლოებით 10-15. ორია დაჭრილი. მესამეს თავი ჰქონდა გატეხილი, გარბოდა და ვინ წაიყვანა არ ვიცი", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
"ინტერპრესნიუსი"