როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა სალომე ხუჯაძემ განუცხადა, სწორედ აღნიშნულს გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების თაობაზე "გირჩის" წარმომადგენლის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მისივე განმარტებით, სასამართლომ განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი.
განაგრძეთ კითხვა: