30 ნოემბერი, 2017
"მარტივ ფორმულას – ამას + ის = სიყვარულს, დრო ხან წევრს და ხან პასუხს უცვლის" - გიორგი კეკელიძის სიყვარულის მათემატიკა სოციალურ ქსელში "აიტაცეს"
სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძის ჩანაწერი, სიყვარულის მათემატიკა ვრცელდება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სიყვარულის მათემატიკა

არაზუსტია სიყვარულის მათემატიკა. სკოლის შენობის ზურგზე მიწერილ მარტივ ფორმულას – ამას + ის = სიყვარულს, დრო ხან წევრს და ხან პასუხს უცვლის.

ამიტომაც, ვერავინ დაწერა სიყვარულის სახელმძღვანელო. და თუ დაწერა, მეორე წელს ვეღარ ივარგა. ან გმირები მაშინ დახოცა, როცა რომეოს და ჯულიეტას ტოლები არიან და ამით ცოტა ცინიკურად გვითხრა: სიყვარული მხოლოდ მაშინაა მარადიული, თუ მას მწვერვალზე სიკვდილი მიუსწრებს. ჰო, 30 წლის რომეო ალბათ ჰამლეტს დაემსგვასებოდა.

ამიტომაც, ფორმულები უნდა წავშალოთ. უფრო სწორედ, მხოლოდ მე და შენ უნდა დავრჩეთ, მხოლოდ პლუსით. თუ რას ვუდრივართ, ამაზე დრომ იმტვრიოს თავი – ხვალ, ზეგ და მაზეგ.

#გიორგიკეკელიძე #წერილებიშენ წერილი მეორე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS