30 ნოემბერი, 2017
ექსკლუზიური ქალთა ჰოროსკოპი ანუ რა ელით ქალებს 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია, რომლის სტიქიაც მიწა გახლავთ. ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ზუსტად ამ წელს მიეცემა ძალიან ბევრ ქალს შანსი მოახერხოს საკუთარი ოჯახის, საკუთარი ბუდის შექმნა. თუმცა, საამისოდ მათ დასჭირდებათ თავიანთი თავის და დადებითი თვისებების კარგად პრეზენტირება საპირისპირო სქესის თვალში. ვის რა შესაძლებლობები მიეცემა ამ წელს პირადი თუ კარიერული კუთხით, ამას სტატიაში გავიგებთ..

ვერძი ქალების დიდი ნაწილი 2018 წელს წარმატებას მიაღწევს პროფესიაში. ხოლო მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა წლის ბოლოს ქორწინების შანსებში გადაიზრდება.

კურო ქალი ძაღლის წელში
ძალიან ბევრ რამეს გადააფასებს. სამაგიეროდ, საკუთარი შინაგანი სამყაროს "დალაგების" შედეგად იგი რეალურად იპოვის ჰარმონიას, როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში.

ტყუპი ქალი ძაღლის წელში აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას. თუმცა, საიმისოდ, რომ შანსი ხელიდან არ გამოგეპაროთ, აუცილებელია სწრაფი რეაგირება და არსებული სიტუაციის სწორად გამოყენება. ეს ეხება, როგორც პირად, ისე საქმიან სფეროს.

კირჩხიბი ქალების დიდ ნაწილს 2018 წელს თებერვალ-აპრილის პერიოდში პირადი პოპულარობის ზრდა ელოდება. რაც თავისთავად მისცემს მათ შანსს, როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად. თუმცა, წლის ბოლოს აუცილებლად დაგჭირდებათ გარკვეული ფინანსური სირთულეების მოგვარება.

ლომი ქალი 2018 წელს აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას, როგორც პირადი, ისე საქმიანი კუთხით, თუკი საკუთარ თავში სიზარმაცეს და "დედოფლურ ბუნებას" ცოტათი მაინც გაუწევს კონტროლს. წარმატება მოვა, ოღონდ მხოლოდ დიდი შრომის და მონდომების შედეგად.

ქალწული ქალების დიდ ნაწილს ძაღლის წელში სტაბილურად გააგრძელებს კარიერულ კიბეზე წინსვლას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, შესაძლოა, იყოს ბევრი რომანისა და ფლირტის ალბათობა. თუმცა, სერიოზული კანდიდატურის პოვნა საბოლოოდ მაინც გაგიჭირდებათ.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS