ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აქვეყნებს.
"ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში.
ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.
ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი.
დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება
თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ?
ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში".
ფაქტს ცოტა ხნის წინ, მერიაც გამოეხმაურა, მათი განცხადებით, ძეგლებზე პირბადეების აფარება შეურაცხყოფაა.



