29 ნოემბერი, 2017
რას მოუტანს ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში - 2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი
"მართალია, ყვითელი ძაღლის წელი 2018 წლის თებერვლიდან შევა ძალაში, მაგრამ მისი ტენდენიცების გათვალისწინება უკვე ამ წლის მიწურულიდანვე იქნება სასურველი. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე პირად და სასიყვარულო კავშირებს ეხება", - გვეუბნება ასტროლოგი სოფია ბზეკალავა და განმარტავს, რომ ძაღლის წელი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, უმეტესად, პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების რეალურ შანსს იძლევა. მთავარი პირობა კი ამ მხრივ ის არის, რომ მაქსიმალურად გულწრფელი და ერთგული უნდა ვიყოთ საკუთარ გრძნობებსა
და დამოკიდებულებაში საყვარელი ადამიანების მიმართ. "ძაღლი ბუნებით მართალი, პირდაპირი და ერთგულია. მთელი ძალით იცავს საკუთარ ოჯახს, ახლობლებს და ძვირფას ადამიანებს. შესაბამისად, ამ წელს თქვენც არანაკლები შემართებით უნდა შეგეძლოთ საკუთარ გრძნობებზე პასუხისმგებლობის აღება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", - ამბობს სოფია.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, ვერძისთვის 2018 წელი სასიყვარულო სირთულეების წელია. შესაძლებელია, პარტნიორი ზედმეტად ინფანტილური ან ცივი მოეჩვენოს. თუმცა, აჯობებს კარგად გაარკვიოს მისი ასეთი ქცევის მოტივები.

კუროსთვის 2018 წელი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული წელია პარტნიორული კუთხით. ეყოლებათ ბევრი თაყვანისმცემელი და დიდი შანსი მიეცემათ, დაიწყონ თავბრუდამხვევი რომანი.

ტყუპებს 2018 წელი სიყვარულში მსუბუქ ფლირტს და სასიამოვნო ნაცნობობას პირდება. გამორიცხული არ არის, მოულოდნელად აღმოაჩინოს, რომ ადამიანი, რომელსაც აქამდე ემეგობრებოდა, მის მიმართ სულ სხვანაირად იყოს განწყობილი.

კირჩხიბებს 2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე დიდი ცვლილებები და ემოციები ელის. შესაძლოა, ძვირფასი ადამიანის გამო, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი დასჭირდეს.

ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ, დიდი სირფთხილით მოეკიდონ სასიყვარულო ავანტურებს. არსებობს შანსი, რომ ახალი ნაცნობი სულაც მანიპულატორი აღმოჩნდეს, რომელიც ოსტატურად გამოიყენებს მის გულწრფელ გრძნობებს. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS