28 ნოემბერი, 2017
ძაღლს ექვსი თვის განმავლობაში არაფერი უჭამია - მიზეზმა ყველა გააოცა
ნიუ-იორკის ძაღლთა ერთ-ერთ თავშესაფარში ერთ დღეს საოცრად გამხდარი ძაღლი მისა მიიყვანეს. მომვლელებმა იფიქრეს, რომ საწყალი ძაღლი უპატრონობითა და შიმშილით ჩავარდა ასეთ დღეში. ამიტომაც, როცა ერთ-ერთმა ოჯახმა მისი პატრონობის სურვილი გამოთქვა, მისა სიხარულით გაატანეს.

თუმცა, ნახევარი წლის შემდეგ ოჯახმა ძაღლი თავშესაფარში დააბრუნა - მისა ისევ ისეთი გამხდარი იყო. გარდა ამისა, ის არაფერს ჭამდა, არ თამაშობდა და საერთოდ, განძრევის სურვილიც არ ჰქონდა.
Rating
მთელი დღის განმავლობაში ხალიჩაზე გაუნძრევლად იწვა. აგრესიული არ იყო. პირიქით, ცდილობდა კეთილგანწყობის გამოსახატავად კუდი გაექიცინებინა,
მაგრამ ამის თავიც არ ჰქონდა. აშკარა იყო, რომ ძაღლს რაღაც სჭირდა. ამიტომაც ვეტერინარულ კლინიკაში მოათავსეს.

აღმოჩნდა, რომ ძაღლს კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა.

რისკის მიუხედავად, მისას ოპერაცია მაინც ჩაუტარდა. როცა ძაღლი გაჭრეს, ვეტერინარების გაოცებას საღვარი არ ჰქონდა, საცოდავ ცხოველს კუჭში თოკის გორგალი აღმოუჩინეს. სწორედ ეს დაგორგლილი თოკები უშლიდა ხელს საჭმლის მონელებას და ძაღლიც იმიტომ ამბობდა უარს საკვებზე.

მისამ უკვე ნელ-ნელა ჭამაც დაიწყო და სირბილიც. რამდენიმე კვირაში კი სრულად გამოჯანმრთელდება და მის წაყვანას ახალი ოჯახი აპირებს.
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაკო
როგორ მახარებს ასეტი კარგი ამბები
14:43 / 28-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS