თუმცა, ნახევარი წლის შემდეგ ოჯახმა ძაღლი თავშესაფარში დააბრუნა - მისა ისევ ისეთი გამხდარი იყო. გარდა ამისა, ის არაფერს ჭამდა, არ თამაშობდა და საერთოდ, განძრევის სურვილიც არ ჰქონდა.

მთელი დღის განმავლობაში ხალიჩაზე გაუნძრევლად იწვა. აგრესიული არ იყო. პირიქით, ცდილობდა კეთილგანწყობის გამოსახატავად კუდი გაექიცინებინა,
აღმოჩნდა, რომ ძაღლს კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა.
რისკის მიუხედავად, მისას ოპერაცია მაინც ჩაუტარდა. როცა ძაღლი გაჭრეს, ვეტერინარების გაოცებას საღვარი არ ჰქონდა, საცოდავ ცხოველს კუჭში თოკის გორგალი აღმოუჩინეს. სწორედ ეს დაგორგლილი თოკები უშლიდა ხელს საჭმლის მონელებას და ძაღლიც იმიტომ ამბობდა უარს საკვებზე.
მისამ უკვე ნელ-ნელა ჭამაც დაიწყო და სირბილიც. რამდენიმე კვირაში კი სრულად გამოჯანმრთელდება და მის წაყვანას ახალი ოჯახი აპირებს.
