25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში, მმარხველები თევზის მიღებას შეძლებენ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე,
ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე): "ეკლესია ითვალისწინებს მარხვის დროს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას. არ შეიძლება ყველა ადამიანმა ერთნაირად იმარხულოს.
მარხვა უმსუბუქდებათ: მოხუცებს, ავადმყოფებს, ორსულ და მეძუძურ ქალებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები მთლიანად გამოეთიშონ მარხვას. მთავარი არის სულიერი მარხვა და აღკვეთა საკუთარი მანკიერი ჩვევებისა, რასაც საკვების მიღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ვეცადოთ, ვიცხოვროთ უფლის მცნებებითა და მარხვის პერიოდში მაინც შევძლოთ ჩვენი სული გავხადოთ ბატონი ჩვენივე ხორცისა, რათა არ გამოგვივიდეს მარტო ხორცით მარხვა. შეიძლება ხორცი არ ჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო. ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გონება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო".
განაგრძეთ კითხვა: