შესაძლოა, აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ საკმარისია შედეგი იხილოთ და ყველაფერი ნათელი ხდება - ეს მართლაც მუშაობს!
შეადარეთ შედეგები და დარწმუნდით
დააკვირდით წარმოდგენილ სურათებს და შეადარეთ თქვენს თითებს. შეარჩიეთ შესაფერისი ვარიანტი, A, B ან С და წაიკითხეთ შედეგი, თქვენი ხასიათის ზუსტი აღწერით.

ფორმა A
1. პირველ შემხვედრს გულს არ უხსნით. ცდილობთ, ძლიერი და დამოუკიდებელი გამოჩნდეთ მაშინაც კი, როცა სინამდვილეში პირიქითაა.
2. ყოველთვის დიდ ემოციებს განიცდით და თავს
3. ნებისმიერი ტყუილის წინააღმდეგი ხართ.
4. ემოციებს ხშირად მალავთ და ცდილობთ, ცივსისხლიანი გამოჩნდეთ.
5. ხართ ექსცენტრიული და მოუთმენელი.
6. სულის სიღრმეში კეთილი გული გაქვთ და სხვა ადამიანების დახმარება მოგწონთ. ცდილობთ, ნებისმიერი საქმე დაასრულოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის კეთება სულაც არ გსიამოვნებთ.
7. მხოლოდ იმაზე იცინით, რასაც თავად მიიჩნევთ სასაცილოდ და სხვების აზრის გავლენის ქვეშ არ ექცევით.
ფორმა B
1. პირველი ნაბიჯის გადადგმა და საუბრის დაწყება არ მოგწონთ.
2. როცა გიყვარდებათ, მხოლოდ ამაზე ფიქრობთ. ერთგულები ხართ.
3. გარეგნულად ყოველთვის არ გეტყობათ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარე ხართ. ხდება ისეც, რომ ადამიანებს თქვენზე მცდარი წარმოდგენა აქვთ, რადგან თავს ხშირად აჩვენებთ და ჭეშმარიტ გრძნობებს მალავთ.
4. ადამიანებს ხშირად არ უხსნით გულს, რადგან გეშინიათ, რომ ტკივილს მოგაყენებენ. მეორე ნახევარზე ოცნებობთ, თუმცა, თავს აჩვენებთ, თითქოს არავინ გჭირდებათ.
5. მაშინაც კი, როცა რაღაც გაღიზიანებთ, სიმშვიდეს ინარჩუნებთ.
ფორმა С
1. წყენას გულში დიდხანს არ იდებთ.
2. გაურკვეველი გარემოებები გაშინებთ. თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობთ, როცა საქმე რაიმე ნაცნობთან გაქვთ.
3. სხვის აზრს პატივს სცემთ.
4. შესაძლოა, ადამიანებს ეკამათოთ და უხეშად მოიქცეთ, მაგრამ მოგვიანებით ბოდიშს ყოველთვის იხდით.
5. ჩაკეტილი ადამიანი ხართ და თქვენს პრობლემებზე არ საუბრობთ.
6. ყოველთვის პირდაპირ ამბობთ სათქმელს და საკუთარი პრინციპებიც გაქვთ. გსურთ, რომ ადამიანები გენდობოდეთ.
ანა გარელი