24 ნოემბერი, 2017
ყველაზე არასასიამოვნო ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
დღეს მაგიური ბურთი გვიამბობს, რამდენად რთულია თქვენი კეთილგანწყობის მოპოვება.

იქნებ სწორედ თქვენ ხართ პირველ ადგილზე?

12 - მშვილდოსანი

მე-12 ადგილს ღირსეულად იკავებს მშვილდოსანი, მათი გულის მოგებისთვის ბრძოლა საჭირო საერთოდ არ არის. თუმცა, თუ საქმე სერიოზულ ურთიერთობას შეეხება, ამაზე დათანხმება თქვენი მხრიდან ნამდვილი გმირობა იქნება.

11 - ვერძი

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ იტაცებთ მამაკაცის ისეთი ხრიკები, როგორიცაა თაიგულის მირთმევა, ძვირადღირებულ რესტორნებში ვახშმობა და ა.შ. ამიტომ ვერძის მოხიბვლა არ ღირს. ის თავად ეცდება თქვენს მოხიბვლას.

10
- ქალწული

ქალწულის გულის მოსანადირებლად საჭირო მხოლოდ ერთი რამ, მისი მოთხოვნების მამაკაცთან შეთავსებაა. თუ შეუთავსებთ - ქალწული ყველაფერს თავად გააკეთებს.

9 - მორიელი

მორიელის მოსახიბლად დაგჭირდებათ გამბედაობა, რათა მასთან მიახლოება შეძლოთ; ტვინი - რომ კუდით მაშინვე არ დაგგესლოთ, გულს კი მოგვიანებით შეწვავს და გემრიელად მიირთმევს.

8 - კირჩხიბი

კითხვა, თუ "როგორ მოვიგოთ კირჩხიბის გული" - მსოფლიოში ყველაზე სულელური შეკითხვაა. უბრალოდ იქორწინეთ მასზე.

7 - კურო

კუროს მოსახიბლად საკმარისია მხიარული განწყობა. მას სჭირდება მამაკაცი, ვის გვერდითაც არასდროს მოიწყენს. ვისთანაც ნებისმიერ თემაზე ისაუბრებს და ყველაფერს გაუგებს.

6 - ლომი

უბრალოდ დაუთმეთ რაც შეიძლება მეტი ყურადღება. შეგიძლიათ ეს ყურადღება გამოხატოთ ფულით და ის აუცილებლად გახდება თქვენი.

5 - სასწორი

ლიდერების ხუთეულს ხსნის სასწორი, რომელთა გულის მოგება შეუძლებელია, თუ არ გახასიათებთ შემდეგი: კარგი განათლება, შესანიშნავი აღზრდა, მშვენიერების აღქმნის კარგი უნარი და მომხიბვლელი ელფის გარეგნობა.

4 - ტყუპი

ტყუპი ურთიერთობისთვის მხოლოდ მაშინაა მზად, თუ ეს მისთვის საინტერესოა. ხოლო იმისთვის, რომ ტყუპისთვის თქვენთან ყოფნა საინტერესო იყოს, უნდა იყოთ ინფორმაციული.

3 - მერწყული

მერწყულს გულწრფელად მოსწონხართ თქვენც და თქვენი მოუხერხებელი, მორცხვი ქმედებები, სულელური საჩუქრები და ყვავილები. ის სიამოვნებით წამოვა თქვენთან ერთად თეატრში, რესტორანში, თუნდაც პარკში, მაგრამ ერთი სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ - მოტყუვდით, ასევე გულწრფელად არ სურს მას თქვენს ლოგინში აღმოჩენა.

2 - თხის რქა

მათი კეთილგანწყობის მოპოვება ურთულესი საქმეა. დრაკონის თავიც რომ მიართვათ, პრინცესასგან თანხმობას ვერ მიიღებთ. საქმე იმაშია, რომ თხის რქას დროებითი რომანები არ იტაცებს. მათ მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა სურთ.

1 - თევზები

პირველი ადგილი და ოქროს მედალი გადაეცემა თევზებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, ძალიან ცივები, გულჩათხრობილები, ჩაკეტილები არიან. ამიტომ მათი გულის მოგება როგორღაც განსაკუთრებულად უნდა სცადოთ, მაგრამ კონკრეტულად როგორ - ეს არავინ იცის.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS