21 ნოემბერი, 2017
დღეს მთავარანგელოზობაა - აი, რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს
21 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო მთავარანგელოზის დღეს აღნიშნავს.

მინიშნებები მთავარანგელოზობის დღეს

ჩვენი წინაპრები ამ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამინდს, რადგან ასე ზამთრის პროგნოზირებას ახდენდნენ. თუ ამინდი სუსხიანი იქნება და ყინავს - უნდა ველოდოთ დიდ თოვლს. თუ მთავარანგელოზის დღე ნისლიანი იქნება - ამინდი დათბება. და თუ თოვლი დაემთხვა, ეს კარგი ნიშანია მოსავლიანობისა და ჯანმრთელობისთვის.

გარკვეული რიტუალები მთავარანგელოზის დღეს

ამბობენ, თუ მთავარანგელოზობას მარხვით შეეგებებით, თქვენი სახელი საუფლო ტახტზე დაიწერება.
ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დღეს დახმარება გაუწიოთ მათ, ვისაც ეს
სჭირდებათ. დაფიქრდით, ვინ საჭიროებს თქვენს დახმარებას, თანადგომასა და კეთილ სიტყვებს. აუცილებლად დაუკავშირდით მას და დახმარება სცადეთ.

ასევე რეკომენდებულია ტაძარში შესვლა და სანთლის დანთება.

აკრძალვები მთავარანგელოზის დღეს


21 ნოემბერს არ შეიძლება ცულის გამოყენება, დანით დაჭრა და ქსოვა, რათა მთავარანგელოზი არ განრისხდეს.
მიიჩნევა, რომ ამ დღეს თითოეული ადამიანი დამსახურებულად დაჯილდოვდება და ადამიანებს, რომლებმაც სცოდეს, შესაძლოა, სასჯელი მოევლინოთ.

სწორედ ამიტომ მართლმადიდებლები ცდილობენ, ეკლესიის წესებით იხელმძღვანელონ. მაგ: 21 ნოემბერს დაუშვებელია რთული სამუშაოს შესრულება.

ერთადერთი გამონაკლისია: თუ ადამიანი საკუთარი ნებით არ მუშაობს ან რთული სამუშაოს შესრულება კეთილი საქმის გასაკეთებლად სჭირდება.

მთავარანგელოზობას არ უნდა დაისახოთ ეგოისტური მიზნები, პირადი სარგებლის მიღებისთვის. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ ყველაფრისთვის მთავარანგელოზი მათ დასჯიდა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS