მისი თქმით, ქართველმა კულინარებმა განუმარტეს, რომ "თუ ცუდ ხასიათზე ხართ, ახლობლის გარდაცვალებას გლოვობთ, ან გული გაქვთ ნატკენი, ცომს ხელი არ უნდა მოკიდოთ, თავი შორს უნდა დაიჭიროთ მისგან”.
ფარლი წერს, რომ პირველად ხაჭაპური რიკოთის უღელტეხილზე გასინჯა. მასპინძლებმა განუმარტეს, რომ თუ ხაჭაპური გემრიელია, მცხობელი აუცილებლად ბედნიერია, სხვა შემთხვევაში ხაჭაპურის ჭამა შეუძლებელი იქნებოდა.
თეორიის დასამტკიცებლად ჟურნალისტი შეიყვანეს სამზარეულოში, სადაც ახალმოზელილ
ფარლი წერს, რომ ხაჭაპური საქართველოში ყველგან იყიდება - ქუჩის საცხობებში, მაღალი კლასის რესტორნებში... საქართველოს მოსახლეობის 88% პიცასა და ხაჭაპურს შორის არჩევანს ხაჭაპურის სასარგებლოდ აკეთებს.
განაგრძეთ კითხვა: