21 ნოემბერი, 2017
10 დაფარული დეტალი ცნობილ ტილოებზე, რომლებსაც ერთი შეხედევით ვერ შეამჩნევთ
მსოფლიოში ცნობილ ტილოებს თითქმის ბავშვობიდან ვიცნობთ, მაგრამ ცოტა თუ დაკვირვებია მათ იმდენად გულმოდგინედ, რომ ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანისთვისაც კი მიექცია ყურადღება და ავტორის მიერ მასში დაფარული დეტალები ამოეცნო.
მართალია, ეს დეტალები თვალში საცემი არ არის, მაგრამ მათ შეუძლიათ სრულიად შეცვალონ გამოსახული სიუჟეტისადმი თქვენი დამოკიდებულება.

რაფაელ სანტი - „სიქსტის მადონა“
თუ კარგად დააკვირდებით სურათის ფონს, აღმოაჩენთ, რომ სრულიად ჩვეულებრივი ღრუბლები... ანგელოზების თავებია.

დომენიკო გირლანდაიო - „მადონა წმინდა იოანესთან ერთად“

აქ ისტორიკოსებისთვის მართლაც დიდი გამოცანაა დაფარული. თუ კარგად დააკვირდებით,
ღვთისმშობლის მარცხენა მხარს ზემოთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტია გამოსახული.

კარლ ბრიულოვი - „ პომპეის უკანასკნელი დღე“
შეშინებულ ადამიანებს შორის რამდენიმე ცნობილი სახეა - მათ შორის, თავად მხატვარი და მისი საყვარელი ქალი იულია სამოილოვა.

პიტერ ბრეიგელი - უფროსი - „ნიდერლანდური (ფლამანდიური) ანდაზები“

ერთი შეხედვით, ამ სურათზე, ჟარგონს თუ მოვიშველიებთ, ყველა თავისთვის გიჟდება.
სინამდვილეში აქ გამოსახულია 100 ანდაზის შინაარსი. მაგალითად, წინა პლანზე გამოსახულია ანდაზა - ზოგი ცხვარს კრეჭს, ზოგი - ღორსო.

მიქელანჯელო ბუონაროტი - „ადამის შექმნა“

თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ქრისტესა და მის გარშემო მყოფთა გამოსახულებას ზუსტად ტვინის ფორმა აქვს.

ვასილი პუკირევი - „უთანასწორო ქორწინება“

სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორია: მხატვრის მეგობრის საყვარელი ქალი გაცილებით ასაკოვან, მაგრამ მდიდარ კაცზე გაათხოვეს, მეგობარი კი ამ ქორწილში მეჯვარე იყო. პატარძლის უკან სწორედ მხატვრის შეყვარებული მეგობარია გამოსახული.


ფეოდორ რეშეტნიკოვი - „ისევ ორიანი“
ეს გახლავთ მეორე ნაწილი პატარა ბიჭუნას შესახებ შექმნილი ტრილოგიისა. საინტერესოა, რომ თითოეულ სურათში ავტორს „ჩამალული“ აქვს მისი სხვა ნამუშევრების მინიასლები.


იან ვან ეიკი - „არნოლფინების ოჯახის პორტრეტი“
სურათის ცენტრში გამოსახულია თავად მხატვრის ავტოპორტრეტი. წყვილის უკან სარკეში შეიძლება გაარჩიოთ ვან ეიკი მუშაობის პროცესში.

ლეონარდო და ვინჩი - „საიდუმლო სერობა“

ქრისტეს და იუდას ერთნაირი სახე აქვთ. საქმე ის არის, რომ როცა ლეონარდომ იუდას სახის დასახატად მენატურე იპოვა, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ეს მოდელი გამოიყენა ისესოს სახის შესაქმნელადაც.

ტივადარ კოსტკა ჩონტვარი - „მოხუცი მეთევზე“
ერთი შეხედვით, სურათზე ჩვეულებრივი მოხუცია გამოსახული. თუმცა, თუ ნახატის ცენტრში სარკეს ვერტიკალურად მოათავსებთ, შეგიძლიათ რიგრიგობით დაინახოთ სიკეთე და ბოროტება (ღმერთი და ეშმაკი) - ორი მხარე, რომელიც ყველა ადამიანშია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS