18 ნოემბრის განსაკუთრებული ახალმთვარეობა
ფინანსები, სამსახური და საქმეები
ახალმთვარეობაზე საქმეები, რომლებიც თქვენთვის ზედმეტად დამღლელია, უმჯობესია, სხვა დროისთვის გადადოთ. ასტროლოგები გირჩევენ ყოველდღიურ საქმეებს მეტი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით მოეკიდოთ.
დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლოა, დიდი სირთულეების წინაშე დაგაყენოთ. საქმიან სფეროში ამ დღეს შესაძლოა, კარგი შედეგები მიიღოთ, თუ ემოციების მართვას შეძლებთ. ამასთან გახსოვდეთ, რომ ახალმთვარეობა ძალებს გაცლით, ამიტომ ერთდროულად რამდენიმე საქმის
ფინანსური კუთხით, ფული შესაძლოა, უნებლიედ შემოგეხარჯოთ, ამიტომ თუ დიდი შოპინგი დაგეგმილი არ გაქვთ, მაღაზიებში გასვლას მოერიდეთ. ეს არის თავშეკავებისა და მეტი ყურადღების გამოჩენის დრო.
სიყვარული და ურთიერთობები ახალმთვარეობაზე
ამ დროს პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, როგორც საქმიან სფეროში, ისე სასიყვარულო ურთიერთობაში. მოერიდეთ იმპულსურობას, ეცადეთ გამონახოთ დრო მეორე ნახევრისთვის.
მარტოხელა ადამიანებს ახალმთვარეობამ შესაძლოა, გამარჯვება და ასევე იმედგაცრუება მოუტანოს. თუ ხასიათზე არ ხართ, სჯობს, დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. თუმცა, თუ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, ახალი სიყვარულის საპოვნელად შეგიძლიათ თამამად გაეშუროთ.
ჯანმრთელობა და ემოციები
ახალმთვარეობის დროს ასტროლოგები გირჩევთ ახალი დიეტებისა და სამკურნალო შიმშილის წამოწყება სხვა დროისთვის გადადოთ. ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად კარგი იქნება ფიზიკური ვარჯიშები.
ახალმთვარეობის დროს ორგანიზმი სტრესს განიცდის, ამიტომ განტვირთვის ნებისმიერი რიტუალი სასარგებლო იქნება.
განწყობის გაფუჭებისგან თავის არიდებაში სუნთქვის ეფექტური ვარჯიშები დაგეხმარებათ. ამ დღეს ასევე სასარგებლოა შემოქმედებით საქმიანობას მიმართოთ, ეს ნერვულ სისტემაზე დადებითად აისახება.
ნებისმიერი ასტროლოგიური მოვლენა მეტ ყურადღებას საჭიროებს. სიფრთხილე და საკუთარი თავისადმი ყურადღება მომგებიანი გადაწყვეტილებაა. არ გადაიტვირთოთ და მოუსმინეთ ინტუიციას. შინაგანი ხმა აუცილებლად დაგეხმარებათ ნებისმიერი უსიამოვნების თავიდან არიდებაში.
ანა გარელი