ყოველწლიურად 3000 მოზრდილი ბრიტანელი "გატეხილი გულის სინდრომით" იგივე ტაკოცუბოთი იტანჯება - თუმცა, რეალური ციფრი შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს.
ტაკოცუბოს მიზეზი ხშირად ახლო ადამიანის დაკარგვაა, რის გამოც გულის კუნთი იძაბება და სუსტდება.
ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს დროებითი ავადმყოფობაა, რაც კვალს არ ტოვებს, მაგრამ უკანასკნელი მონაცემები ამის ეჭვს აჩენს.

ბრიტანული კარდიოლოგიური ფონდის მეცნიერების ჯგუფმა ცოტა ხნის წინ, მიოკარდიუმის ანომალიაზე ცნობილი,
3-დან 17%-მდე ტაკოცუბოთი დაავადებული ადამიანი, დიაგნოზის დასმიდან 5 წლის განმავლობაში კვდებიან. მათგან 99% ქალია - 70% შემთხვევაში სტრესი ახლო ადამიანის გარდაცვალებითაა გამოწვეული.
თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში მარცხენა პარკუჭი ნორმალურ მდგომარეობას რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში უბრუნდება. როგორც წესი, ექიმები რეგულარულად აკვირდებიან ექოკარდიოგრამებს და თუ პაციენტს გულის გარკვეული დაავადება არ აქვს, მკურნალობის გაგრძელებას არ საჭიროებს.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს შესაძლებელია თუ არა ტაკოცუბო მემკვიდრეობით გადაეცემოდეს.
ანა გარელი