17 ნოემბერი, 2017
ქმარი სოციალურ ქსელში - რა გავაკეთოთ, თუ ვირტუალურმა ცხოვრებამ ძალიან ჩაითრია?
სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა ვქნათ, თუკი ქმრისთვის საინტერესოა ვირტუალურ სამყაროში ყოფნა და არა თქვენთან?

რა უნდა მას?
ანა: ჩემი ქმრის პირად გვერდზე არსად არ ჩანს, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავს, ჩვენ არ გვყავს საერთო მეგობრები, არასდროს არ დებს ჩვენს ერთობლივ ფოტოებს, არსად ახსენებს ოჯახს. სოციალური ქსელით შეიძლება დაასკვნათ, რომ ის უცოლოა.

ნინი: ჩემმა ქმარმა დამბლოკა და უარს ამბობს ჩემთან "მეგობრობაზე". ის ამბობს, რომ ეს მისი პირადი სივრცეა და ის არ აშავებს არაფერს,
უბრალოდ მას არ სურს თავისი პირადი ცხოვრების გამომზეურება. მთავარი კი არის ის, რომ მას არ სურს, "გავაკონტროლო".

ნატალია: შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი თავიდან ბოლომდე ჩართულია ქსელურ ცხოვრებაში. ეცნობა გოგონებს, "უწონებს" მათ ფოტოებს, აქტიურად წერს ჩათში. ტექსტების შინაარსიდან გამომდინარე ეს არ არის უბრალო ფლირტი და მე ეს საშინლად არ მომწონს.

ელენე: ჩემი ქმარი ჩემს ყოფილ დაქალს ეკონტაქტება სოციალურ ქსელში. ისინი ხუმრობენ, ლაპარაკობენ ჩათში, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს. ურთიერთობენ თითქმის ყოველდღე. რა უნდა ჰქონდეთ ორ დაოჯახებულ ადამიანს ერთმანეთთან ამდენი სალაპარაკო?

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS