ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება საკანონმდებლო აკრძალვა იყოს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, კანონით აკრძალულია გარკვეული სახელების დარქმევა. წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.
კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად
პორტუგალიის ხელისუფლებამ სახელმწიფო ენის სიწმინდისა და მემკვიდრეობის დასაცავად აკრძალა სახელების უცხოური ვერსიების დარქმევა. მაგალითად, ინგლისური სახელი კეტრინი აუცილებლად უნდა ჟღერდეს პორტუგალიურად - კატერინა.
საუდის არებეთში კი ოფიციალურად გამოაქვეყნეს 51 აკრძალული სახელის
პორტუგალიაში აკრძალულია სახელები:
სიონარა, რიანა, ჯიმი, ვიკინგი.
საუდის არაბეთში:
ალისა, აბდელ ნასერი, მაია.
გენდერულად ნეიტრალური სახელები:
იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გენდერულად ნეიტრალურ სახელებს კრძალავენ, არიან დანია და გერმანია.
გერმანიაში, საერთოდ, რეკომენდებულია გამოიყენონ მკაცრად დამტკიცებული სია, რომელშიც შვიდი ათასი სახელია გაერთიანებული. თუ მშობლები ისეთი სახელის დარქმევას გადაწყვეტენ, რომელიც სიაში არ არის, სახელი სპეციალურ ორგანოებს უნდა შეუთანხმონ.
გერმანიასა და დანიაში აკრძალულია სახელები:
მორგანი, ჯორდანი, ტელორი, ეშლი.
სახელები, რომლებიც განიხილება, როგორც აბუჩად აგდება და სიბრიყვე.
არაორდინარული სახელების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება აქვთ საფრანგეთში. მაგალითად, მოქალაქეებმა არ შეიძლება შვილს დაარქვან სტრობერი (ინგლ. მარწყვი) ან სხვა მსგავსი სახელები. ასეთი სახელების რეგისტრაციისთვის მშობლებს საზღვარგარეთ წასვლა მოუწევთ.
გერმანიაში, შვედეთსა და დანიაში, ასევე, აკრძალულია სახელები, რომელთა გამო სკოლაში ბავშვს შეიძლება კლასელებმა დასცინონ და აბუჩად აიგდონ.
შვედებს ეკრძალებათ შემდეგი სახელების დარქმევა:
მეტალიკა, ელვისი.
მექსიკაში:
ბეტმენი, სკროუეტი (ინგლ. სათესლე პარკი) რემბო.
საფრანგეთში აკრძალულია:
პრინცი უილიამი.
გერმანიაში:
უსამა ბინ ლადენი, ადოლფ ჰიტლერი.
დანიაში:
ანუსი.
უარყოფითი რელიგიური პერსონაჟების სახელები:
რელიგიური თემატიკა, საერთოდ, ფრთხილ და ფაქიზ მიდგომას მოითხოვს. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რელიგიური ქვეტექსტის მქონე სახელები, რაღაც მომენტში შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ბავშვისთვის.
მაგალითად, გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის სასამართლომ მშობლებს აუკრძალა ბავშვისთვის დაერქმიათ ლუციფერი. ეს სახელი მიუღებელია ახალი ზელანდიის ხელისუფლებისთვისაც. უარყოფითი ბიბლიური პერსონაჟების სახელების დარქმევა აკრძალულია შვეიცარიაშიც.
მოკლედ, ზემოაღნიშნულ ქვეყნებში არავის მისცემენ უფლებას შვილს იუდა დაარქვან.
რაც შეეხება საუდის არაბეთს, ნებისმიერი რელიგიური პერსონაჟის სახელის დარქმევა ეწინააღმდეგება ქვეყნის კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებს.
შვეიცარიაში აკრძალულია სახელი:
იუდა.
ახალ ზელანდიასა და გერმანიაში:
ლუციფერი.
საუდის არაბეთში:
მალიკი (არაბ. ანგელოზი).
ცხოველების სახელები
მალაიზიაში ადამიანისთვის დარქმეული ნებისმიერი ცხოველის სახელი სასტიკ შეურაცხყოფად აღიქმება. მსგავს სახელებს არც არქმევენ, ეს დაუწერელი კანონია.
მალაიზიაში აკრძალულია სახელები:
გველი, დათვი და მისთანანი.
ენის გრამატიკა და ლინგვისტიკა
არის შემთხვევები, როცა სახელის შერჩევისას მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს გრამატიკული ფორმა. მაგალითად, ისლანდიაში ყველა სახელი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ადგილობრივ ანბანში შემავალი ასოებისგან. ეს კი გამორიცხავს ისეთი სახელის დარქმევას, რომელშიც შეიძლება იყოს W,Q, C.
ისლანდიაში აკრძალულია სახელები:
ლუდვიგი, ზოი, ენრიკე, დუნკანი.
გაუგებრობა
ნორვეგიაში აკრძალულია სახელად გვარის გამოყენება. მაგალითად, არ შეიძლება ბავშვს დაარქვა:
ოლდენი, იოჰანსონი, ჰანსონი.
სავაჭრო მარკებისა და ბრენდების სახელები:
არიან ისეთი მშობლები, რომლებსაც შეიძლება აზრად მოუვიდეთ ბავშვს ცნობილი სავაჭრო მარკებისა და ბრენდების სახელები დაარქვან. თუმცა, ასეთი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.
მაგალითად, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და მექსიკაში არ შეიძლება ბავშვს დაარქვან:
ფეისბუქი, იკეა, მერსედესი, ნუტელა, მინი კუპერი, შანელი.