გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩამოუყარეს. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ სივრცეში, რაც გასაკვირი არ არის.
მოვიძიეთ ინფორმაცია და აღნიშნული ფაქტი
mshoblebi.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქეთევანმა ჭიპაშვილმა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამ აქციის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და სკოლის დირექტორებისგან შეიტყო მომხდარის შესახებ:
- რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, 12-ის ნახევრიდან 12 საათამდე მოხდა ეს ფაქტი. სკოლის დირექტორები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ
გადაიფრინა ვერტმფრენმა და სოფელში ჩამოყარა კანფეტები. აქციის შესახებ მე ინფორმირებული არ ვყოფილვარ. ისინი სკოლის ტერიტორიაზე არ შემოსულან, ვერტმფრენით ვინ გადაიფრენს და ვინ გადმოიფრენს, მე მგონი ეს ჩემთან არ შეთანხმდება და არც მუნიციპალიტეტთან. ეს სხვა ორგანოების საქმეა. ზოგადად ეს საქციელი არ არის გამართლებული, ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ჩვენთან შეთანხმებით რომ მომხდარიყო, ჩვენ ავუხსნიდით, რომ კანფეტების სკოლაში ჩამოყრა არ იყო მიზანშეწონილი. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აქციის გამო არც ერთ ბავშვს არ დაუგვიანია გაკვეთილზე.
კანფეტები ჩამოყარეს დიდი დასვენების დროს, გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში, მამა იონეს ინიციატივით.
განაგრძეთ კითხვა: