1. ხალები
თუ ბავშვის სხეულზე ასიმეტრიულ, 6 მმ-ზე მეტი მოცულობის არაერთფეროვან ლაქებს შენიშნავთ ან თუ ძველი ხალი მოულოდნელად გაიზარდა - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
2. ალოპეცია
თმის ცვენის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზმის შიგნით იმალება. ეს შესაძლოა, ვიტამინების ნაკლებობით იყოს გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, კონსულტაცია ექიმთ
3. თავის ზრდა
თუ ბავშვის თავს ცვლილებებს ან ზრდას შენიშნავთ, შესაძლოა, ის ავად იყოს, ამიტომ ეწვიეთ ექიმს.
4. სმენის დაკარგვა
როცა ბავშვი თქვენს თხოვნებზე არ ახდენს რეაგირებას და არც სახელით დაძახებაზე გპასუხობთ, შესაძლოა, სმენის დარღვევა ფიქსირდებოდეს. ეს საშიშროება აუცილებლად უნდა შემოწმდეს სპეციალისტთან.
5. რეჟიმის დარღვევა
მადის მოულოდნელი დაკარგვა, ძილის რეჟიმის დარღვევა და ბავშვის აქტივობის დონის დაქვეითება - ექიმთან წვევის მყარი მიზეზებია.
6. მუდმივად წყურვილის განცდა
ხშირი და ხანდახან წყლის დალევის უწყინარი მოთხოვნები ასევე შესაძლოა სერიოზული დარღვევების მიზეზი გახდეს.
7. ხმამაღალი ხვრინვა
მსუბუქი ხვრინვა საგანგაშოდ არ მიიჩნევა, თუმცა, ინტენსივობის მატება სუნთქვის დარღვევაზე მიანიშნებს. დასახელებული სიმპტომების იგნორირება დაუშვებელია, რამდენადაც შესაძლოა, ორგანიზმში ინფექციის გავრცელებაზე მიანიშნებდეს.
ანა გარელი