„რეიტინგი“ ანზორ სვიანიძეს დაუკავშირდა:
- სექსუალურ უმცირესობაზე დავწერე სამი პოსტი და ერთ-ერთ პოსტში ირონიული კითხვა დავსვი, რამაც მედიასკოლის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნატალია გააღიზიანა და სკოლიდან გამრიცხეს. „ფეისბუქით“ შევიტყვე სკოლიდან გარიცხვის შესახებ, ოფიციალურად არავის მოუმართავს.
როგორც მარიტა შესვეს ცხენზე და ტალახი ესროლეს, ზუსტად
- სასამართლოში ჩივილს აპირებთ?
- რა თქმა უნდა, მე ორი წელია, ვსწავლობ მედია სკოლაში. მეორე წელს სწავლა იმიტომ გავაგრძელე, რომ სამსახურში არ ამიყვანეს და არ მინდოდა რეჟიმიდან ამოვარდნილი ვყოფილიყავი. სასამართლოში ვიჩივლებ და ვიცი, ბევრი ადამიანი დამიდგება გვერდით.
როგორც ჩვენთან საუბარში მედიასკოლის ხელმძღვანელმა ნატალია პატარიძემ განაცხადა, მათთვის სიძულვილის ენით საუბარი მიუღებელია.
- რატომ გაათავისუფლეთ სკოლიდან ანზორ სვიანიძე?
- შიდაგანაწესის საფუძველზე გავათავისუფლეთ ანზორ სვიანიძე სკოლიდან და არა მისი დამოკიდებულების გამო უმცირესობების მიმართ. ჩვენ ვებრძვით სიძულვილის ენის ტირაჟირებას. ჩვენ ვართ კერძო სტრუქტურა და თუ მოსწავლე სიძულვილის ენით საუბრობს, მიუღებლად მიგვაჩნია.