07 ნოემბერი, 2017
ბებია დედის მხრიდან - ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ბავშვის ცხოვრებაში! აი, რატომ
როგორც Etapa Infantil-ი წერს, ბებია დედის მხრიდან ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბავშვთან მისი კავშირი გაცილებით ღრმაა, აძლევს მას ცოდნას, გამოცდილებას, სიყვარულს, სითბოსა და მზრუნველობას.

ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვების გენეტიკა განისაზღვრება არა მშობლების, არამედ ბებიისა და ბაბუის გენეტიკით. ამიტომ ხშირად ხდება, რომ ჩვენი შვილები ძალიან ჰგვანან გარდაცვლილ ნათესავებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვები გენეტიკური ინფორმაციის უდიდეს ნაწილს სწორედ დედის მხრიდან ბებიებისგან იღებენ.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ყველა ოჯახი უნიკალურია და არის შემთხვევები, როცა შვილი ძალიან
ჰგავს მამის მხრიდან ბებიას. როცა საქმე გენეტიკას ეხება, მოვლენების განსაზღვრა რთულია.

სპეციალისტები იმასაც განმარტავენ, რომ ის ემოციებიც კი, რომლებიც ბებიამ საკუთარი ფეხმძიმობისას განიცადა, გავლენას ახდენს მისი ქალიშვილის ბავშვის განვითარებაზე.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია და ყველა მისი წევრი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

გენებთან და სხვა პოზიტივებთან ერთად, რასაც საკუთარ თავში ვხედავთ, შვილებსა და შვილიშვილებს ჩვენგან გადაეცემათ დაავადებები, მავნე ჩვევები, სისუსტეები, დამოკიდებულებები.

აქედან გამომდინარე, ერთი რამ ნათელია - დაუშვებელია საკუთარ ფსიქიკურ, თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას გულგრილად მიუდგეთ. ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რადგან ამით საფრთხეს უქმნით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საკუთარ შთამომავლობასაც.

გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და შთამომავლობას!

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS