03 ნოემბერი, 2017
ჩათი სრულად გაითიშა - WhatsApp მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში აღარ მუშაობს
აპლიკაცია WhatsApp-ი აღარ მუშაობს. მომხმარებლებს არ შეუძლიათ შეტყობინებების მიღება, ანდა - გაგზავნა. აპლიკაციას, რომლის მფლობელი ”ფეისბუქია”, სავარაუდოდ, სერვერის პრობლემა აქვს.

ჩათით სარგებლობა თითქმის არავის შეუძლია. პრობლემა, ძირითადად, შეექმნა ევროპასა და აზიას, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ WhatsApp-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაითიშა.

პრობლემა ნაკლებად საგრძნობი აღმოჩნდა ამერიკის კონტინენტზე, რადგან ამჟამად იქ ღამეა და მოსახლეობის უმეტესობას ძინავს.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რამდენ ხანში შეძლებენ პრობლემის აღმოფხვრას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Mado
Saertodd feisbuqi da yvela saiti 7nda gaitishos chemi.azrit radgan 16wlamde bavshvebs arunda qondes arcert saitze wvdoma.amitom unda iyos mxolod piradi nomerit registraciebi
15:14 / 03-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS