31 ოქტომბერი, 2017
გაიგე რა არ უნდა გააკეთო დღეს - მთვარის მე-13 დღე დაიწყო
სამშაბათი, მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ.  მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.  უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ.

კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად.  კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში.
მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას.

მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვალას.  ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის.  ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგად ითვისებს ყოველივე ახალს. შეიძლება ითქვას, უნიკალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული.

თუ ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას
გაუძლო, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლებს.

ცოტა ალკოჰოლი ნებადართულია, მაგრამ კუჭს ნუ გადატვირთავთ.

კარგი დღეა თმის შესაჭრელად, ვარცხნილობის შესაცვლელად.

ამ დღის ქვაა კეთილშობილი ოპალი.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS