28 ოქტომბერი, 2017
ვის ელოდება წინ "ტკბილი ნოემბერი" - სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
შემოდგომა ჯადოსნური პერიოდია და ბევრისთვის ასოცირდება ახალი ურთიერთობების დაწყების პერსპექტივასთან. ეს არის ყველაზე პოეტური პერიოდი იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის მეორე ნახევარში ევლინება ქვეყანას. ამიტომ განსაკუთრებით უმართლებთ ხოლმე სასიყვარულო ფრონტზე შემოდგომის პერიოდში მორიელებს, მშვილდოსნებს, თხის რქებს, სასწორებსა და ქალწულებს. თუმცა, არც სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრება იქნება მარტივი და მოსაწყენი, კონკრეტულად ამ ნოემბერში.

ასე მაგალითად ვერძს შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ერთად მოკლევადიანი მოგზაურობის შანსი მიეცეს, რომელიც მას დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს.

ხოლო კუროების დიდ ნაწილს მოუწევს ნოემბრის
18-20 რიცხვებს შორის თავისებური "ტესტი" ჩააბაროს ფსიქოლოგიურ გამძლეობაზე. იმიტომ რომ, დიდია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვის შანსი, რომლის მოგვარებაც მთლიანად თქვენს მოთმინებაზე იქნება დამოკიდებული.

ტყუპის ცხოვრებაში ემოციური "ტაიმაუტის" პერიოდი დგება. სასურველია, ძვირფასო ტყუპო, ცოტა ხნით თავადაც დაისვენოთ საყვარელი ადამიანის გარემოცვისგან და ამ უკანასკნელსაც მისცეთ მარტო ყოფნის საშუალება. ეს თქვენ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

კირჩხიბებს ასტროლოგები ურჩევენ ღიად და გულწრფელად ისაუბრონ მეორე ნახევართან და საყვარელ ადამიანებთან. შესაძლოა, არსებობს წყენა და კონფლიქტები, რომლის გარკვევაშიც ხელს მშვიდი საუბარი შეგიწყობთ.


განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS