23 ოქტომბერი, 2017
რას სწავლობდა 7 წლის განმავლობაში კახა კალაძე თსუ-ში - ინტერნეტში ქალაქის მერის დიპლომი ვრცელდება
ბევრი ადამიანისთვის უცნობია, რომ წარსულში საფეხბურთო კარიერით ცნობილი თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე პროფესიით ისტორიის მასწავლებელია.

სოციალურ ქსელში კალაძის ბაკალავრის დიპლომის ფოტო ვრცელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1996 წელს კახა კალაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრიატის სრული კურსი კი 2003 წელს დაასრულა.

2003 წლის 23 ივნისს კალაძეს ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. ბაკალავრიატში 7 წლის განმავლობაში სწავლა, სავარაუდოდ, მისი დატვირთული საფეხბურთო მოღვაწეობით აიხსნება. 

იხილეთ დიპლომი:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნ.
ნიშნების ფურცელი გამოაქვეყნოს, თუ არ შერცხვება.
21:41 / 23-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS