სოციალურ ქსელში კალაძის ბაკალავრის დიპლომის ფოტო ვრცელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1996 წელს კახა კალაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრიატის სრული კურსი კი 2003 წელს დაასრულა.
2003 წლის 23 ივნისს კალაძეს ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. ბაკალავრიატში 7 წლის განმავლობაში სწავლა, სავარაუდოდ, მისი დატვირთული საფეხბურთო მოღვაწეობით აიხსნება.
იხილეთ დიპლომი: