მარჯვენა ხელი ბედნიერია
ბებიებმა და ბაბუებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ მარჯვენა მხარსუკან გადააფურთხებდნენ, ჩასაფრებული ეშმაკი მათ ვერაფერს დააკლებდა, თანაც მფარველი ანგელოზიც ხომ მარჯვენა მხარსუკან გვიდგას.
ეს ცრურწმენა მეცნიერულადაც დამტკიცდა. ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ლოგიკურ აზროვნებაზე აგებს პასუხს, ამიტომ მარჯვენა ხელსაც მართავს. აქედან წარმოიშვა „წესი“: მარცხენა
მარილის დაფანტვა
ამას უბედურების მომტანად ერთი მარტივი მიზეზის გამო მიიჩნევდნენ: სანამ მაცივარს გამოიგონებდნენ, პროდუქტი რომ არ გაფუჭებულიყო, ამარილებდნენ. შესაბამისად, თუ მარილი დაეფანტებოდათ, პროდუქტებსაც ვერ მოიმარაგებდნენ და ადამიანებს შიმშილი ემუქრებოდათ.
ახალმოსახლეობა
ახალ სახლში პირველს ძაღლს ან კატას უშვებდნენ. რა ადგილასაც ცხოველი დაიძინებდა, საწოლს სწორედ იქ დგამდნენ. ცოტა ხნის წინ გაირკვა, საიდან წამოვიდა ეს მინიშნება. დედამიწაზე, როგორც აღმოჩნდა, არსებობს გეოპათოგენური ზონები, საიდანაც ადამიანისათვის საზიანო მავნე ენერგია მოდის. ცხოველებისაგან განსხვავებით, ადამიანები მათ ვერ ვამჩნევთ. ისინი კი ამ უხილავ ველებს შესანიშნავად არჩევენ და უსაფრთხო ადგილებს ირჩევენ.
ფსიქოლოგების მოსაზრება
ფსიქოანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ ადამიანს სურს, რაღაცის სჯეროდეს. ბევრი მეცნიერი ცრურწმენებში დადებით მხარეს ხედავს. ფრანგი ფსიქიატრი ფრანსუა ლაბორდი ამტკიცებს, რომ ცრურწმენა ინდივიდს ძალაუფლების შეგრძნებას უმძაფრებს და სიტუაციის კონტროლის საშუალებას აძლევს. ეს იაფი და ადვილი დამამშვიდებელი საშუალებაა.
ფსიქიატრიის თვალსაზრისით, ცრურწმენა საშუალებას გვაძლევს, შინაგანი დაძაბულობა შევასუსტოთ. ის გარკვეულწილად დამამშვიდებელი წამლის როლს ასრულებს. ფსიქიატრიაში ასეთ ქმედებას მაგიური აზროვნება ეწოდება - იმისათვის, რომ ადამიანმა თავი უკეთ იგრძნოს, საკმარისია, ხეზე დააკაკუნოს, მგზავრობის წინ წუთით ჩამოჯდეს ან შავი კატის გა-დარბენის შემთხვევაში უკან დაბრუნდეს. ასეთ დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ უბედურებას თავიდან იცილებს და გარკვეულწილად მშვიდდება.
გთავაზობთ რჩევებს, რომელსაც ძველად მიმართავდნენ, რათა სიმდიდრე და ფული მოეზიდათ. დღეს შეიძლება, ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ იუმორით შეხედეთ:
1. არავითარ შემთხვევაში არ გაასესხოთ ფული, რომელსაც მნიშვნელოვანი შენაძენისთვის აგროვებდით, თორემ ოცნებას ვეღარ აისრულებთ;
2. ორშაბათს ფულის გასესხება არ შეიძლება, თორემ მთელი კვირა გასავალი გექნებათ.
3. თუ ორშაბათს დილით დააცემინებთ - საჩუქარს მიიღებთ, თანაც იმდენს, რამდენჯერაც დააცემინებთ;
4. ძველად დიასახლისები ცოცხს ყოველთვის ტარით ქვევით ინახავდნენ, რათა ოჯახიდან ფული არ გახვეტილიყო;
5. იმისთვის, რომ სიმდიდრე დაეგროვებინათ, ძველად ოჯახის მხცოვანი მამაკაცები ლითონის მონეტებს ოთახის კუთხეებში მიმოფანტავდნენ სიტყვებით - „ასმაგად ჩემს ოჯახში!“
ჟურნალი „რეიტინგი“