როგორც Daily Mirror გვამცნობს, მესაზღვრეებმა გოგონები თვითმფრინავში არ დაუშვეს, რადგან მათი ნაოპერაციები, შესიებული სახეები ძალიან განსხვავდებოდა პასპორტის ფოტოსგან.
ქალები ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც პოპულარულია მსგავსი პროცედურების ჩატარებით, ეგრეთწოდებულ "ოქროს კვირაში" გაემგზავრნენ.
უკან დაბრუნებისას, გოგონები, ბინტით შეხვეული თავებითა და შესიებული სახით, ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ აეროპორტში დააკავეს.
მგზავრებმა მიუხედავად ბილეთებისა და პასპორტების ქონისა, ვერ დაამტკიცეს, რომ საბუთები ნამდვილად მათ ეკუთვნოდათ.
როდის შეძლებენ ისინი ჩინეთში დაბრუნებას,
ბედკრული ტრიოს ფოტო პასპორტებით ხელში, ჩინურ სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა და 51 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
ანა გარელი