02 ოქტომბერი, 2017
ქეთი მითაიშვილის "ოქროსფერი სახლი“ ეგვიპტურ-ამერიკული ნივთებით
წლიდან წლამდე, როცა კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოდის და ვხვდები, თითქოს, არ იცვლება.

მუდამ მომხიბვლელია, ხალისიანი, ენერგიული და კეთილგანწყობილი. გადაღლას, სევდასა და დარდს არასდროს იმჩნევს, არადა, უცხოეთში ცხოვრება და შრომა, თბილისში დარჩენილი ტკივილი და პრობლემები, მეტ-ნაკლებად, ყველას განწყობასა და გარეგნობას ასვამს დაღს. ერთხანს ამბობდნენ, ქეთი მითაიშვილმა (ჰო, მართლა, არ მითქვამს, რომ ამჯერად შინ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“

ყოფილ სახეს, გამოცდილ და ძალიან პოპულარულ დიქტორს, წამყვანსა და პედაგოგს, ქეთი მითაიშვილს ვესტუმრეთ) ბოტოქსი გაიკეთა ამერიკაშიო, თანაც - ხარისხიანი,
თორემ სხვაგვარად ასეთ ფორმას ვერ შეინარჩუნებდაო.

ეს რომ ვუთხარი, გულიანად იცინა: ყველას გადაეცი, რაც ვარ, ბუნებრივად ვარ და არცთუ დალხენილი ცხოვრება მაქვსო. თურმე, შინ ყოველდღიურად ვარჯიშობს: "ვარჯიში დიდად არ მიყვარს, მაგრამ ფორმაში უნდა ვიყო. თუმცა მხოლოდ ამისთვის ხომ არ ცხოვრობ ადამიანი? - ყოველთვის ვცდილობ, მხოლოდ გარეგნობით კი არა, ზოგადად, უკეთესი გავხდე, ვიდრე ვარ; მართალია, ათეისტურ ეპოქაში აღვიზარდე და საეკლესიო წესებს ვერ ვიცავ, მაგრამ ყოველ დილა-საღამოს ხატებთან მაინც მივდივარ, "დილა მშვიდობისათი“ ვიწყებ და "ღამე მშვიდობისათი“ ვასრულებ, უფალს ყველაფრისთვის მადლობას ვეუბნები და არც შენდობა-პატიების თხოვნა მავიწყდება“, - მეუბნება და ხანმოკლე საუბრის შემდეგ დუპლექსის ტიპის ბინის შემოვლასაც ვიწყებთ.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS