კურო - ალბათ გიკვირთ, როგორ მოხვდა ასეთ სამეულში ეს ერთი შეხედვით მშვიდი, საოცრად გაწონასწორებული და დინჯი ზოდიაქოს ნიშანი. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ კურო ვენერას "შვილია" და სასიყვარულო ურთიერთობები, მისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრებაში. როგორც წესი, კუროებმა იშვიათად იციან აჩქარებით ვინმეს შეყვარება, თუმცა თუკი პარტნიორით საფუძვლიანად მოიხიბლენენ
მორიელი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის სიყვარული და ტანჯვა სინონიმებია. მორიელი უზომოდ ემოციური, ვნებიანი და მგრძნობიარე არსებაა. ამიტომ ცხოვრებაში გამუდმებით ესაჭიროება მძაფრი ემოციები, დრამატული ისტორიები და განცდები. შეიძლება ითქვას, რომ იგი ხშირად, ინტუიციურადაც კი ირჩევს ისეთ პარტნიორებს, რომელთან ურთიერთობაშიც ექსტრიმი და "დუღილის ტემპერატურა" არ მოაკლდება. ამიტომ ეჭვიანობის სცენები, დაშორება-შერიგების უწყვეტი ციკლი და ხშირად საყვარელი ადამიანის გამო ჩადენილი სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედებებიც კი მორიელისთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. მართალია, იგი რეალურად იტანჯება ყველა სასიყვარულო ურთიერთობაში, მაგრამ თუ მას ასეთი სახის "საწვავი" გამოელია პარტნიორთან კავშირისას სიმშვიდე მისთვის შესაძლოა გაცილებით უფრო დამღუპველიც აღმოჩნდეს. ან ის უბრალოდ და მარტივად შეეცდება, იპოვოს ახალი გასართობი "გვერდზე".
განაგრძეთ კითხვა: