ამ წმინდა დღეს აკრძალულია:
მძიმე ფიზიკური შრომა: სახლსა და ბაღში სამუშაოები დროებით გადადეთ.
როცა მთელი ოჯახი მაგიდას მიუსხდებით, იატაკზე დაყრილი ნამცეცების დაგვა არ შეიძლება. თუ ჭამის დროს პური ძირს დავარდა, შინაურ ცხოველს გაუწოდეთ.
აკრძალულია ასევე ახლობლებთან და გარშემო მყოფებთან კონფლიქტი და უთანხმოება (ნებისმიერი საკამათო საკითხი მშვიდობიანი გზით მოაგვარეთ).
ღვთისმშობლის შობის დღეს თქვენი ფიქრები უნდა იყოს სუფთა. ახლო ადამიანებს ხმას ნუ აუმაღლებთ - ეს ცოდვაა.
ამ დღეს დაშვებული არ არის ხორცისა და ალკოჰოლის მიღება.
ანა გარელი