20 სექტემბერი, 2017
დღეს 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალმთვარეობაა - აი, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს შანსი
თუ ფიქრობთ, რომ ახალმთვარეობა საშიში ასტროლოგიური მოვლენაა, ნაწილობრივ მართალი ხართ.

ახალმთვარეობის განსაკუთრებულობის გამოსავლენად მნიშვნელოვანია იცოდეთ, ზოდიაქოს რომელ თანავარსკვლავედში გაივლის მთვარის აქტივობა ამჯერად. სწორედ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში მთვარის მდებარეობა განსაზღვრავს დღის მოვლენებს.

სექტემბერში მთვარის ხასიათისა და განწყობის განმსაზღვრელი ქალწული გახდება.

სექტემბერში მთვარის აღდგენა 20 რიცხვში დაიწყება. ადამიანები მრავალპოლარული ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ. ამ დღეს ის შეძლებს მთელი თავისი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას, ელის სასიამოვნო სიურპრიზები.

ქალწული - მოწესრიგებული, კეთილგონივრული, ფრთხილი და ეკონომიური ნიშანია. რაც იმას ნიშნავს,
რომ უნდა გამორიცხოთ ყოველგვარი აზარტული და ავანტიურისტული თავგადასავლები.

სხვა შემთხვევაში წარმატება სწორედ მაშინ განგიდგებათ, როცა ეს ყველაზე მეტად დაგჭირდებათ.

უმჯობესია დღევანდელი დღე ოცნებების ვიზუალიზაციასა და ახალი გეგმების შედგენისთვის გამოიყენოთ.

ახალმთვარეობა ქალწულში საუკეთესო დრო არ არის ურთიერთობის გამყარების, სიახლოვისა და სექსუალური კონტაქტებისთვის.
ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, მოერიდეთ კონფლიქტს.

20 სექტემბერს ადამიანებს შეიპყრობს დაძაბულობა და მოკრძალება. ურთიერთობაში გაჩნდება ვალის გადახდის, მოსმენისა და კომპრომისზე წასვლის განცდა.

მთვარე საკუთარ ენერგიას აღადგენს და მასთან ერთად ადამიანის ენერგეტიკაც განახლდება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS