20 სექტემბერი, 2017
თანამედროვეობის დიდი შეცდომაა - სტუმრად ხელცარიელი სიარული. აი, რატომ...
სტუმართმოყვარეობის პრობლემა ყველასათვის ნაცნობია. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი, ვინც გვსტუმრობს, გულწრფელი და სასურველი არ არის. ზოგი დაუპატიჟებლად მოგადგება გვიან. ადამიანები, რომლებიც ხელცარიელნი მიდიან სახლში, სადაც პატარა ბავშვია, - საერთოდ სხვა თემაა.

სტუმრად სიარულსაც ცოდნა სჭირდება. ამიტომ, თავხედის იარლიყი რომ არ მოგაკერონ, მიჰყევით ამ მარტივ წესებს:

არასოდეს ესტუმროთ არავის ხელცარიელი
დიპაკ ჩოპრა თავის წიგნში "წარმატების 7 სულიერი ნიშანი" ხსნის, თუ რატომ არ უნდა მოიქცეთ ასე: "ერთ-ერთი სასარგებლო რამ, რაც ბავშვობაში მასწავლეს და რაც ჩემს შვილებს ვასწავლე -
არასოდეს უნდა მიხვიდეთ სტუმრად ხელცარიელი.
შეიძლება იფიქროთ: "როგორ უნდა მივცე სხვას რაიმე, თუ ამ მომენტში თავად არაფერი მაქვს?" შეგიძლიათ მიართვათ ყვავილი. ერთი ყვავილი. ღია ბარათი, რომელშიც თქვენი გრძნობები იქნება გამოხატული მასპინძლისადმი. ან უთხარით კომპლიმენტი. ამგვარად გამოუკეთებთ გუნებას.
მიიღეთ გადაწყვეტილება, გასცეთ, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ვინც არ უნდა ნახოთ. რაც უფრო მეტს გაიღებთ, მით უფრო მეტს მიიღებთ".

"მოდი, ვინმესთან წავიდეთ"
მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და პლანშეტების ხანაში, უტაქტობაა, ვინმეს გაუფრთხილებლად ესტუმრო. თუნდაც, ძალიან ახლოს იყოთ ადამიანთან. 21-ე საუკუნეში არავის სურს დროის დაკარგვა. 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS