წარმოვიდგინე ბებია-ბაბუები სოფლებში, რომლებიც სიხარულით თვალცრემლიანნი აცილებენ შვილიშვილებს სკოლაში. სოფლის ქუჩებში გამოსული მოხუცები პატარებს სკოლის გზას ულოცავენ და კანფეტს ან ხილს სთავაზობენ გზადაგზა...
ბებიაჩემი ისე წავიდა, ჩემი პირადი ამბების მოყოლა ენატრებოდა.
ბოლო წლები არაფერს ვუყვებოდი პირადზე. რომ მომიკითხავდა, მოკლედ ვპასუხობდი: „კარგად ვარ“, „ძველებურად“, „ახალი არაფერია“, „მათზე არაფერი ვიცი“ და ა. შ.
- მოი, ბებია, დამიჯექი აგერ. მომიყევი ამბები..." - მე ჯიუტად არ ვუყვებოდი...
ბებია ალბათ
შენ თუ მოგწონს, ესე იგი, მოსაწონია. არ მოგწონს? – „გასწი, დეიკარგოს აქედან“ - შესძახებს და "გადაწყვეტილია" საკითხი...
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას, ახლაც უსაშველოდ მიყვარს. ძალიან მწყდება გული, რომ არ ვუყვებოდი არაფერს.
ჩვენი ურთიერთობა საოჯახო საქმეებში დახმარებით შემოიფარგლებოდა.
გურიაში ყოველ ჩასვლაზე ახალ ჭურჭელს დამახვედრებდა: -”ნახე, ბებია, ახალი ჭიქები ვიყიდე. ვიფიქრე, სტუმრები რომ ჩამოყვეს, ახლები ექნება”.
გარდაცვალების შემდეგ მისი სახლიდან ეს ყავის ჭიქა წამოვიღე. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, ამ ჭიქით რომ სვამდნენ ყავას. მას შემდეგ შემორჩა სამზარეულოს კარადაში.
ახლა ყოველი დილა და საღამო ამ ჭიქასთან „დიალოგით“ იწყება და მთავრდება. ამ დილით ვიხსენებდი, სკოლაში წასვლის წინ მისი მთავარი საზრუნავი ბაფთები იყო.
განაგრძეთ კითხვა: