12 სექტემბერი, 2017
ქალის ცრემლები მამაკაცის პოტენციაზე მოქმედებს
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ქალის ცრემლები მხოლოდ ამა თუ იმ ემოციის გამოხატულება როდია, მათ პარტნიორზე გაცილებით მეტი ზემოქმედების უნარი აქვთ.

ახალი გამოკვლევების შედეგებმა შეიძლება , სპეციალისტებს საშუალება მისცეს უპასუხონ შეკითხვაზე, რატომ ტირიან ადამიანები ძლიერი ემოციის განცდისას, სხვა სულიერებისგან განსხვავებით.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლების ქალის ცრემლებს „შეისუნთქავდნენ“ გაცილებით ნაკლებად განიცდიდნენ სექსუალურ აღგზნებას, ვიდრე მამაკაცები, რომლების ქალის ღაწვებზე წასმულ მარილხსნარს „შეისუნთქავდნენ“.

ქალის ცრემლებზე მამაკაციასამგვარი რეაქცია ერთდროულად რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული - ტესტოსტერონის დონით, ცრემლებზე კანის რეაქციითა და ვიზუალური
მხარით.

მეცნიერების აზრით, ქალის ცრემლები ქიმიურად განპირობებული სიგნალია, რომელიც ნიშნავს „არა“ ან „ახლა არა“. საინტერესოა ისიც, რომ სპეციალისტები მამაკაცის ცრემლების ზემოქმედების უნარის შესწავლასაც აპირებენ. თუმცა, ნებაყოფლობით ტირილის მსურველი მამაკაცების მოძიება ცოტა რთულია.

ცრემლების ეფექტის შემსწავლელი მეცნიერების აზრით, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის, როგორც სოციალური სახეობის, ევოლუციური განვითარებისთვის ემოციური ცრემლები ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ ადამიანის ფერომონების შესახებ ინფორმაციის გადაცემა შეუძლიათ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, კერძოდ რა სახით აღიქმება ზემოხსენებული სიგნალი - ყნოსვით თუ რაიმე სხვა გზით.
ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ცრემლები საერთოდ ამცირებს მამაკაცურ აგრესიას ემოციური სტრესისგან ძალაგამოცლილი ქალის მიმართ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS