მიზანი - მამაკაცმა უნდა დაიჯეროს, რომ სწორედ მან გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი თქვენს მოსაპოვებლად, მაშინაც კი, თუ მის ნაცვლად მთელი სამუშაო თქვენ შეასრულეთ.
ნუ იფიქრებთ იმაზე, როგორ ემზადებოდა და „მეცადინეობდა“ სარკის წინ თქვენთან შეხვედრამდე. თქვენი ამოცანაა, მოიფიქროთ რისი გაკეთება შეგიძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ პაემანს მამაკაცი უნიშნავს ქალს და საკოცნელადაც პირველი იწევს, სწორედ ქალს მიჰყავს ის საჭირო ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე და „აიძულებს“ ასე მოქცევას.
ხუთი ნაბიჯი სასურველ მიზნამდე
როგორც აღვნიშნეთ, გონიერი გოგონა ბიჭს პირველი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარება.
აი, როგორ:
1. ღიმილი - წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. რომელ ბიჭს მოუნდება ცხვირჩამოშვებულ და კოპებშეყრილ გოგონასთან მისვლა, რა თქმა უნდა, არც ერთს.
2. ბედნიერი იერი - ბედნიერად უნდა გამოიყურებოდეთ, ცხოვრებას უნდა უღიმოდეთ, მაშინაც კი, თუ მაღაზიაში ხართ და საოჯახო წვრილმანებს არჩევთ.
3. თუ შეამჩნიეთ, რომ მამაკაცი გიყურებთ, საპასუხო მზერა შეაგებეთ და გაუღიმეთ. მზერა დიდხანს არ შეაჩეროთ, მაგრამ არც მაშინვე მოსწყვიტოთ თვალი, დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით. აქ კვლავ გამოიყენეთ ღიმილის ძალა. როგორც აღვნიშნეთ, ხალისიან ადამიანთან გამოლაპარაკება ყველას მოუნდება.
4. არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ მიმზიდველობაში, არასოდეს! ეს კიდევ ერთი პუნქტია, რომელიც ღიმილთან ერთად არასოდეს უნდა დაივიწყოთ. მართალია, საკუთარ გარეგნობაში რაღაც არ მოგწონს, ისე, როგორც ნებისმიერ გოგონას მთელ მსოფლიოში, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ეს უნდა დაიჯერო!
5. იყავი თავდაჯერებული. თავდაჯერებულობას ორი საფუძველი აქვს: ის, თუ როგორ აღიქვამ საკუთარ თავს და როგორ აღგიქვამენ სხვები. თუ ადამიანი თავდაჯერებულად გამოიყურება, მას სხვებიც ასეთად აღიქვამენ. ადამიანთან ურთიერთობის სურვილი კი ყველას უჩნდება, ამოცანა მარტივია - თავიდან საკმარისია მხოლოდ გამოიყურებოდეთ თავდაჯერებულად, დანარჩენი კი თავისთავად დალაგდება.
მთავარია, არ გადაამეტოთ. თუ ზედმეტ გულმოდგინებას გამოიჩენთ მისი გამხნევებისას, ანუ თავს მთელი მშვენიერი სქესის ოცნების მამაკაცად აგრძნობინებთ, ან სასოწარკვეთილ მარტოხელად მოეჩვენებით, ან ქარაფშუტად, ან ორივე ერთად. თქვენი ამოცანაა დაიცვათ პრინციპი, რასაც ოსკარ უაილდი გულისხმობდა, როცა თქვა: „მე არ ვამბობ, რომ ცუდად უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ისე უნდა გამოვიყურებოდეთ, თითქოს შეგვიძლია ცუდად მოქცევა“.