09 სექტემბერი, 2017
"ეს ამბავი გუშინ ჩემს ოჯახში მოხდა... 1 წლის ბავშვი მანქანაში ჩაიკეტა..."
ჟურნალისტმა თამარ ოქრუაშვილმა მის ოჯახში მომხდარი ამბავი გაასაჯაროა. როგორც გაირკვა, შემთხვევა მის რძალს შეემთხვა და სანამ საკუთარ აზრს დააფიქსირებდა, ქალბატონმა თამარმა სწორედ რძლის - თაკი იმედაშვილის ვრცელი სტატუსი გაუზიარა საზოგადოებას:

თაკი იმედაშვილი:
„112 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მივმართავ - ხალხი ხართ? ვიცი, უაზრობაა ნერვების შლა, მაგრამ უბრალოდ, მინდა, მეგობრებო, იცოდეთ, რომ 112-ის იმედი არ გქონდეთ, თუ გაგიჭირდათ რამე!!

დღეს ჩემი მანქანის სიგნალიზაციამ აურია და ისე მოხდა, რომ ბავშვი (1 წლის) მანქანაში ჩამეკეტა. დაბნეულმა იმ წამსვე
112-ში დავრეკე, მერე ჩემს მეუღლე ლექსოს დავუკავშირდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ 112 მოასწრებდა ლექსოს მოსვლას.

თუმცა ამაოდ! ლექსო მალევე მოვარდა, მანქანის შუშა ჩაამტვრია და აკივლებული ბავშვი გამოვიყვანეთ. სანამ დავწყნარდით და დავრწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად არის, გავიდა დახლოებით 25 წუთი 112-ში დარეკვიდან. ამიტომ შევწუხდი, ვიფიქრე, სხვას, ვისაც ასევე უჭირს, საქმე არ გავუფუჭო და ამიტომ გავაუქმე გამოძახება. წარმოიდგინეთ, 112-დან 1 საათში რეკავენ ტექსტით:
- ჩვენი სამსახური არ დადის მსგავს გამოძახებებზე, რადგან მინის ჩატეხვა თურმე თავადაც შემეძლო!!! არადა, პირველი დარეკვიდან 5 წუთში გადავამოწმე და მითხრეს, ჯგუფი გამოსულია უკვეო!“

იხილეთ ვრცლად:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS