09 სექტემბერი, 2017
ეს ერთადერთია, რაც მამაკაცებს სექსზე მეტად უნდათ, მაგრამ ამას არ ამბობენ
ქალთა უმეტოსობისგან ხშირად გაიგონებთ: „ყველა მამაკაცს მხოლოდ სექსი უნდა!“ „მე საერთოდ არ ვაინტერესებ - მხოლოდ ჟინის მოსაკლავად ვჭირდები! ცხოველი!“ „მამაკაცები იმდენად პრიმიტიულები არიან, რომ ქალში სექსის მეტი არაფერი აინტერესებთ“. იქნებ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მეტის დანახვა არ სურთ?

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ არის რაღაც, რაც მამაკაცებს სექსზე მეტად უნდათ (15-დან 19 წლამდე ასაკის გამოკლებით), მაგრამ სიამაყე არ აძლევთ ამის თქმის საშუალებას. სპეციალისტების აზრით, დროა, ეს სტერეოტიპი დაინგრეს.

რა უნდა ვუთხრათ მამაკაცს
მამაკაცებს სულაც არ უნდათ ქალების წყენინება.
დიახ, მათ გაცლებით ძლიერად იზიდავთ საპირისპირო სქესი, მაგრამ ასეთია მათი ბუნება. თუმცა, დიდი ხანია ცნობილია, რომ სექსი ბედნიერი ურთიერთობების მხოლოდ 50%-ია.

ქალებს უნდათ, რომ მამაკაცებს მათი ესმოდეთ, მაგრამ თავად რატომღაც სტერეოტიპებს მიღმა გახედვას არ ცდილობენ. მამაკაცებს კი ძალიან სწყდებათ გული, რომ ამის გამო ქალები შეიძლება ვერც კი ჩასწვდნენ ძლიერი სქესის ნამდვილ ბუნებას.

სინამდვილეში მამაკაცებს სინაზე და სიმშვიდე სჭირდებათ. საყვარელი ქალის მსუბუქ შეხებასაც კი შეუძლია არა მარტო გამოუკეთოს გუნება და დარდი შეუმსუბუქოს, არამედ სტიმული მისცეს და თამამი ქმედებებისკენ უბიძგოს. მაგრამ მამაკაცებს ერიდებათ ამაზე ლაპარაკი, რადგან ეშინიათ საყვარელი ქალის თვალში სუსტ და რბილ არსებად არ გამოჩდნენ.

მამაკაცი უნდა გრძნობდეს სიყვარულს. ცნობილია, რომ ურთიერთობებს სწორედ ქალი მატებს ემოციას. შეხების შემდეგ, თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილი უჭირავს სიტყვებს. სიტყვებს შეუძლია მამაკაცი გაცილებით თავდაჯერებული გახადოს და მისთვის სრულიად შეცვალო სამყარო.

მამაკაცებს უნდათ, რომ მათით ინტერესდებოდნენ. საკმარისია ჰკითხოთ, როგორ ჩაიარა დღემ, თავს როგორ გრძნობს. მაგრამ აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. არ არის აუცილებელი, ნამდვილი დაკითხვა მოუწყოთ და დაჟინებით გამოკითხოთ ყველა წვრილმანი. ამით შეიძლება მხოლოდ უარყოფით რეაქციას გამოიწვევთ.

და კიდევ, მამაკაცებს სურთ, რომ მათი მონდომება დააფასონ, სიტყვიერად, რა თქმა უნდა. მას ხომ არ შეუძლია იცოდეს, რას ფიქრობთ თქვენ. ასე რომ, გამოხატეთ სიტყვიერად თქვენი აღფრთოვანება და აზრები.

აი, დაახლოებით, რისი გაგონება სურთ მამაკაცებს:

„მიხარია, რომ აქ მომიყვანე, დიდი მადლობა“.

„ძალიან ყოჩაღი ხარ, ამდენს შრომობ და ცდილობ ჩვენი ოჯახისთვის“.

შეეხონ მხარზე და ჩასჩურჩულონ: „შენ ისეთი კარგი მამა და ქმარი ხარ... ძალიან მიყვარხარ ამისთვის“.

როცა შვებულების საკუთარ ვარიანტს შესთავაზებს, ქალი ნაზად შეეხოს და უთხრას: „რა თქმა უნდა, ძვირფასო, მე შენ გაღმერთებ“.

სამსახურიდან დაბრუნებულს ცოლი კარის ზღურბლთან შეეგებოს სიტყვებით: „სალამი, მიხარია შენი ნახვა“. იდეალურია, თუ ამას ღიმილით გააკეთებს და თან ლამაზ თეთრეულში გამოწყობილი...

როცა მამაკაცი ცუდად გრძნობს თავს, ზედმეტი სიტყვებისა და შეკითხვების გარეშე უთხრას: „ყველაფერი კარგად იქნება!“
ინტიმური ურთიერთობების შემდეგ ყოფით პრობლემებზე საუბრის ნაცვლად აღფრთოვანებულმა ჩასჩურჩულოს: „ნამდვილი ლომი ხარ, საყვარელო“.

რჩევა: სქესის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს სურს, მის მიმართ ყურადღებას იჩენდნენ. ქალის და მამაკაცის ურთიერთობას ხშირად სიამაყე აფუჭებს, ამიტომ რომელიმემ უნდა დათმოს და ეს მეტწილად ქალმა უნდა გააკეთოს, ამიტომაც ჰქვია მას სუსტი სქესი. დარწმუნებული იყავით, მოფერება და სინაზე მაინც გააკეთებს თავის საქმეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნინო
უეჭველი მამაკაცის მიერააა მომზადებული სტატია
12:22 / 15-08-2020
გამოხმაურება / 0 /
ეკა
რა იდიოტობაა! რა სუსტი სქესი და ქალმა უნდა დათმოს? სადამდე მოგვიყვანა მაგან და კიდევ ამას ქადაგებთ! თუ დასათმობია, ორივემ.უნდა დათმოს, თანაბრად ერთმამეთის სიამოვნებაზეც თანაბრად უნდა იზრუნონ! ტოჟე მნე რა!
23:39 / 13-08-2020
გამოხმაურება / 1 /
თათია
იცით, ძნელია მართლაც, როცა სულ შენ ფიქრობ ასიმოვნო. ეუბნები შენ რა გვსურს და ვითომც არაფერი,, მე ამას არ გავაკეთებ, ამას არ გეტყვი" ასე გპასუხობს, არადა გიყვარს და ვერც ტოვებ...
05:52 / 16-01-2021
თეკლა
აი,რატომ უნდა დათმოს უმეტესად ქალმა? ორივემ რომ თანაბრად დათმოს ხოლმე, ასე უფრო სამართლიანი და საინტერესო იქნება ურთიერთობაც, სიყვარულიც, ქორწინებაც, ბავშვებიც გაიზრდებიან ისეთ ჯანსაღ გარემოში, სადაც დედას და მამას თანაბრად უყვართ და ესმით ერთმანეთის. დავთმე, დავთმე და ბოლოს ერთხელ, როცა მეც მომინდა ჩემს ქმარსაც დაეთმო ჩემთვის, შედეგად ცივი უარი მივიღე, რასაც დიდი სიყვარულის მიუხედავად,მალევე განქორწინება მოჰყვა. ამიტომ, ნუ ეწევით ასე საჯარო პროპაგანდას, რომ ქალმა უნდა დაუთმოს კაცს უმეტესად. უნდა დათმოს ორივემ, იმიტომ, რომ ოჯახს და სიყვარულს ორივე მხარე ერთნაირად უნდა გაუფრთხილდეს. ცალმხრივი მცდელობებით არასოდეს არაფერი გამოდის.
20:04 / 26-07-2019
გამოხმაურება / 3 /
Γλυκερία
Namdvilad asea.kalma u da datmoso da kidev kaiia susti?ase awyobt kacebs magram kali kacze embevrad dzlieria
03:47 / 13-08-2020
დატოგუჯაბიდზე@გმაილ.ცომ
რა ნახეთ ამ რჩევებში დასათმობი? აქ უბრალოდ ის სიტყვებია, რომლის თქმითაც სწორედ ქალი რჩება მოგებული, თან ყველანაირად. თუ ქალს ეს სიტყვები ენანება ქმრისთვის, იქ, ჩემი აზრით, განქორწინება უკვე ფორმალობაა...
18:16 / 13-08-2020
Khatuna zurabashvili
mec damengra magis gulistvis ojaxi,me vtmobdi,is-ara.
22:43 / 13-08-2020
გია
ქალიც და კაციც ყველა ინდივიდუალურია..რა ლომი რის კატა)))))
21:16 / 13-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS