06 სექტემბერი, 2017
გიორგი ცინცაძე ნაკრების ღირსებას ჯანმრთელობის სანაცვლოდ იცავს - კალათბურთელის მდგომარეობა მძიმეა
საზოგადოების ყურადღება ბოლო დღეებში კალათბურთელების მიმართ არის მიპყრობილი. საბედნიეროდ სპორტსმენებს საქართველოსთვის მხოლოდ გამარჯვება მოაქვთ, თუმცა არის შემთხვევები როცა მათ საზოგადოება აკრიტიკებს. რის ფასად უჯდებათ ჩვენს ქვეყნის ღირსების დაცვა, ეს ხალხისთვის ნაკლებად არის ცნობილი.

ზოგიერთი საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს გულშემატკივარის გახარებას, რისი მაგალითიც არის გიორგი ცინცაძე. გიორგი ცინცაძის თავდადების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში შიო ხეცურიანი წერს.

"ეს არის გიორგი ცინცაძის "ბუ"-ს ფეხი 3 სექტემბერს. მიუხედავად ტკივილისა, ტრავმის სიმძიმისა და მომავალში შესაძლო გართულებებისა "ბუ" გადის
მოედანზე და რაც შეუძლია აკეთებს გუნდისთვის, ნაკრებისთვის, საქართველოსთვის! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გამთამაშებელს და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებების ერთერთ მთავარ შემომქმედს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის ქილიკი და ნეგატიური კომენტარები რაც ეს დღეები მისი მიმართულებით არაერთხელ გაისმა. "ბუ" მადლობა!!!ვამაყობთ შენით მეც და ძალიან ბევრი საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი!!! წარმატებები ბიჭებს იტალიასთან! Lets Go Georgia #GNT"-წერს ხეცურიანი. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS