როგორ უნდა შეარჩიოთ საქორწილო ბეჭედი სწორად:
1. ბეჭდის ზედაპირი აუცილებლად თანაბარი უნდა იყოს. გლუვი ბეჭდები - მშვიდი, დალაგებული ოჯახური ურთიერთობაა. ნიშნობის ბეჭედზე რეკომენდებული არ არის გრავირება.
2. უპირატესობა მიანიჭეთ დაფასებულ მეტალს, საუკეთესო ვარიანტია ოქრო (წითელი, ყვითელი ან თეთრი - მნიშვნელობა არ აქვს).
3. ბეჭედი ერთი მეტალისგან უნდა იყოს დამზადებული. შესრულებული ერთ სტილში.
4. ნუ გამოიყენებთ სხვის
5. გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ მშობლების ბეჭედი, რომლებმაც მრავალი წელი ერთად ბედნიერად გაატარეს.
6. დაუშვებელია ბეჭდის გადადნობა. სამუდამო სიყვარულის მსგავსი სიმბოლო მხოლოდ საწყისი სახით უნდა შენარჩუნდეს.
7. საქორწილო ბეჭდის შერჩევისას, მიჰყევით თქვენს გემოვნებას და არა მოდას. მოდა ცვალებადია, ბეჭედი კი სამუდამოდ უნდა ატაროთ.
8. წყვილის ორივე ბეჭედი საქმრომ უნდა შეიძინოს. შეგიძლიათ ერთად შეარჩიოთ, მაგრამ თანხა მამაკაცმა უნდა გადაიხადოს.
9. ბეჭდის შესაძენად მხოლოდ გარკ განწყობაზე გაეშურეთ. თუ ხასიათზე არ ხართ, სჯობს ეს საქმე სხვა დროისთვის გადადოთ.
10. ხელსაყრელი შენაძენის შემდეგ, ვიდრე თქვენი სახლის ზღურბლს გადააბიჯებთ, აუცილებლად წარმოსთქვით შემდეგი სიტყვები: "ბედნიერი ცხოვრებისთვის, მტკიცე ოჯახისთვის! ამინ".
ანა გარელი
