"შეყვარებულს დაშორებული ვიყავი, როდესაც საქართველოში დიდი ხნით გადავწყვიტე წასვლა. ჩემი მეგობრები დარწმუნებული იყვნენ, რომ არაერთ ლამაზ და მისტიკურ რომანს გავაჩაღებდი აღმოსავლელ ქალებთან. ზოგს კი რჩევები სურდა მიმეცა პოტენციური "სექს ტურისთვის" საქართველოში.
როგორც ჩანს, სექსუალურ რევოლუციას საქართველომდე არ ჩაუღწევია. მისი უკანასკნელი გაჩერება ტრანსკავკასიაში მოხდა - გარე სამყაროში, შესაძლოა თბილისში. საქართველოში არ არსებობს სექსუალური თავისუფლება, როგორც "ძველ" ევროპაში. ქართველ ქალებს მორიდებული ტანსაცმელი აცვიათ და ოჯახების უმეტესობაში ფიქრობენ, რომ ქალები ბავშვის გასაჩენად უნდა "გამოიყენონ". როდესაც დედის როლს მოირგებენ, აღარ არსებობს სექსუალური ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა. ასეა ქალებისთვის. მამაკაცებთან სხვანაირადაა საქმე. მათ ოჯახსგარეთ სხვა "თავგადასავლები" აქვთ.
რთულია იყო ქალი საქართველოში. რთულია ასეთ კონსერვატიულ და შოვინისტურ საზოგადოებაში ცხოვრება. საკმარისია წახვიდე ნებისმიერ ქართულ ქალაქში, სოფელში თუ ეკლესიაში. უმეტესწილად იქ ახალგაზრდა ქალებს ნახავთ, კონსერვატიულად და "უსაფრთხოდ" გამოწყობილებს. ყოველგვარი სექსუალურობისგან განძარცვულებს. მამაკაცები განსხვავებულად გამოიყურებიან. უმეტესობა მაჩოს ტიპისანი არიან, ოქროს ყელსაბამებით და სამაჯურებით. ზოგჯერ სასაცილოა იმის ნახვა, როგორ დასდევს ნამდვილი კავკასიელი მებრძოლი ევროპელ ტურისტ ქალებს და მათზე "ასხივებს" თავის მითიურ, ქართულ შარმს...განაგრძეთ კითხვა