ნასამ კოსმოსში მეორე პლანეტა დედამიწა აღმოაჩინა. ახალ პლანეტაზე არსებული პირობები ძალიან ჰგავს დედამიწას. ნაპოვნი კოსმიური სხეულის ოფიციალური დასახელებაა
Kepler-452b-ი. პლანეტის ჯერ მხოლოდ პირობები და რამდენიმე თვისებაა ცნობილი.
Kepler-452b-ი სიდიდით დედამიწაზე გაცილებით მასშტაბურია - დაახლოებით 60%-ით აღემატება. წელიწადი იქ ჩვენზე უფრო დიდხანს, 385 დღეს გრძელდება. პლანეტას საკუთარი თანამგზავრი ვარსკვლავი აქვს, რაც ჩვენს მზეს მოგვაგონებს. ერთადერთი განსხვავება ამ პლანეტასა და მის მზეს შორის დაშორება ცოტა უფრო მეტი, თუმცა უმნიშვნელოა.
მეცნიერები ამბობენ, რომ "მეორე დედამიწის" ასაკი 6 მილიარდი
წელია. მისი უახლოესი ვარსკვლავი კი მზეზე 1,5 მილიარდი წლით ასაკოვანია. სრული შესაძლებელია, რომ პლანეტის ზედაპირზე არსებობს წყალი, რადგან ამისთვის საჭირო ტემპერატურა არის. ჩვენს შესაძლო ძმებს შორის დაშორება კი ძალიან დიდი, 1 400 სინათლის წელიწადზე მეტია.
ანა გარელი