29 აგვისტო, 2017
რომელია 8 მომაკვდინებელი ცოდვა - "ეს ცოდვები ადამიანს ღმერთს ავიწყებს"
"არსებობს მომაკვდინებელი ცოდვები და არსებობს ნაკლებად მძიმე ცოდვები", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

დეკანოზის თქმით, მომაკვდინებელი ცოდვა ადამიანს ღმერთს ავიწყებს და მასში ღვთისაკენ ლტოლვას კლავს.

"ძველ ბერძნულ და ძველ ებრაულ ენაზე ცოდვა ნიშნავს გზიდან აქცეულს, ანუ გარკვეული მისწრაფებიდან გადახვევას. მოგეხსენებათ, პირველი ცოდვა ჩაიდინა ეშმაკმა და მომავალში მან ცოდვა ადამს ჩაადენინა. ადამიანის მიზანი უფალთან მიახლოება იყო და ამ საკითხში მან შესცოდა, ეშმაკის ცდუნებას დაუჯერა, გადაუხვია მიზანს, ამიტომ ღმერთმა სამოთხიდან
გამოაძევა.

მომაკვდინებელი ცოდვები იმდენად მძიმეა, რომ ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი საერთოდ აღარ ფიქრობს ღმერთზე, მას ავიწყდება თავისი მიზანი და ღმერთს განეშორება. ხშირად არის ისეთი მომენტი, როცა ადამიანი საკუთარ ცოდვას და უგუნურ ქმედებას სხვას გადააბრალებს, როგორც ევას გადააბრალა ადამმა, ევამ კი ეშმაკს.

ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, რომელსაც ადამიანი ძალდატანების გარეშე აღასრულებს, ანუ მას არც ეშმაკი აძალებს, არც სხვა ადამიანი და ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე სცოდავს.

რაც შეეხება რვა მომაკვდინებელ ცოდვას, ესენია:

ნაყროვანება – სიმთვრალე, მარხვის დარღვევა, ფარულად ჭამა, გემოთმოყვარეობა და საერთოდ, ყველანაირი თავშეუკავებლობა. არასწორი და გადაჭარბებული სიყვარული საკუთარი სხეულისა, მისი სიცოცხლისა და განსვენებისა, რაც წარმოადგენს თავისმოყვარეობას, ამისგან კი იშვება ორგულობა ღმრთისადმი, ეკლესიისადმი და ადამიანებისადმი. განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS