25 აგვისტო, 2017
ზოდიაქოს 4 საუკეთესო ნიშანი სერიოზული ურთიერთობისთვის
ორ ადამიანს შორის იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. ზუსტად ვერც ასტროლოგია განსაზღვრავს როგორ შეეწყობით ამა თუ იმ ადამიანს, თუმცა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად მტკიცე და ხანგრძლივ ურთიერთობას აგებენ.
თუ ცხოვრების თანამგზავრს ეძებთ, ყურადღება მიაქციეთ ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს:

კურო
კუროები ბუნებით თანმიმდევრულები და საიმედოები არიან. ყოველთვის შეგიძლიათ მათ ენდოთ. ესმით, რომ ურთიერთობაზე მუშაობაა საჭირო და საკუთარი წილი სამუშაოს შესასრულებლად ყოველთვის მზად არიან.
ისინი ნებისმიერ ურთიერთობას აბალანსებენ. არიან პრაგმატულები, სტაბილურები, პროგნოზირებადი პარტნიორთან მიმართებაში.

კირჩხიბი
მზრუნველი და თანამგრძნობი. ცდილობენ არასდროს თქვან ისეთი რამ, რაც პარტნიორს გაანაწყენებს. ძალიან კარგად გადმოსცემენ ფიქრებს სიტყვებით.
კირჩხიბი ადამიანებთან კონტაქტს მარტივად ამყარებს და უთანხმოება ძალიან მძიმედ გადააქვს. ამიტომ, თუ თქვენი პარტნიორი კირჩხიბია, ის თქვენთან ერთად ნებისმიერ წინააღმდეგობას წინ აღუდგება.

ქალწული
ქალწულები კარგი მოაზროვნეები არიან და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ, რაც ურთიერთობის გზაზე შეიძლება წარმოიშვას. იმპულსურობას არასდროს ავლენენ და ყოველთვის გაწონასწორებულ გადაწყვეტილებას იღებენ.
იდეალური ურთიერთობის ასაგებად ყველა ღონეს იხმარს.

სასწორი
როგორც ცნობილია, სასწორი ძალიან მომთმენი და გონიერი ნიშანია. ურთიერთობის ასაგებად დროსა და ღონეს არ იშურებს. პარტნიორის ერთგულია. სწორედ მათი გაწონასწორებული ხასიათი ეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებასა და აზრიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, სასწორი მოსიყვარულე ნიშანია და ვნებიანი გრძნობების გამოხატვის არ ეშინია.

ანა გარელი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS