გთავაზობთ ისტორიაში ყველაზე მსხვილ ხანძრებს
ჩიკაგო

მანამდე არნახული ხანძარი აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში 1871 წელს გაჩნდა. ხანძარმა უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა და 17-მდე შენობა გაანადგურა. ხანძრის დროს 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ადამინებისთვის მძიმე გამოდგა მომდევნო ზამთარიც, რადგან ყინვებმა უსახლკაროდ დარჩენილთა ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა.
პეშტიგო

1871 წელს
ტეხას-სიტი

ხანძრის მიზეზი სიგარეტის ნამწვავი გახდა, რომელიც ფრანგულ გემზე შეაგდეს. გემის ბორტზე დიდი რაოდენობით ამონიუმის ნიტრატი იყო, რამაც წამიერად დიდი აფეთქება გამოიწვია. ამან გვერდით მდგარ გემებზე ხანძრის პროვოცირება მოახდინა, ალი მოედო იქვე მდებარე ქარხნებსაც, სადაც ნავთობპროდუქტების გადამუშავება ხდებოდა. შედეგად 600-მდე ადამიანი დაიღუპა მეხანძრეთა გუნდის ჩათვლით, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობაში. ათასობით საცხოვრებელი სახლი და ქარხანა დაიწვა. ქალაქის აღსადგენად ასობით მილიონი დოლარი გამოიყო.
ტოკიო

ყველაზე დამანგრეველ ხანძრებს შორის შეიძლება ჩაითვალოს 1923 წლის ტოკიოს ხანძარიც. ყველაფერი მიწისძვრით დაიწყო, რამაც ერთდოულად რამდენიმე ადგილას ცეცხლის გაჩენა გამოიწვია. ძლიერი ქარის წყალობით ცეცხლი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. მსხვერპლის რაოდენობა ცუნამმაც გაზარდა, რაც მიწისძვრის შედეგად წარმოიშვა. ოფიციალური ინფორმაციით 174 ათასი ადამიანი დაიღუპა და ნახევარი მილიონი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
ანა გარელი