23 აგვისტო, 2017
როგორ მოვიყვანოთ წვიმა ხალხური შელოცვებით
შელოცვები, ძირითადად, ხალხშია გავრცელებული და ხალხური კულტურის ფონდის კუთვნილებაა. შელოცვის წარმოშობას საფუძვლად უდევს მაგიური ძალის რწმენა და მისი შესრულება, როგორც წესი, მოითხოვს რიტუალს.

ამ რიტუალებს ძველად ხშირად მიმართავდა, მთაში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებსაც სწამდათ, რომ მათი ლოცვის შედეგად კლიმატის ცვლილებებს გამოიწვევდნენ.

როგორ მართავდნენ ამინდს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამას სტატიიდან შეიტყობთ.

აჭარაში, გვალვის დროს, მთაზე ადიოდნენ და ლოცვას იწყებდნენ წვიმისათვის. რიტუალში შერწყმული იყო როგორც მუსლიმური, ისე წარმართული ელემენტები. ხალხი ყველაზე მაღალ მთაზე სამი დღის მანძილზე ლოცულობდა, შემდეგ
კი ბარში ბრუნდებოდნენ, საკლავს კლავდნენ და მახლობელ მდინარეში ჩადგმულ გოდორში მოლების მიერ შელოცვილ კენჭებს ყრიდნენ. კენჭებს მოლები თურქულად ულოცავდნენ: „ღმერთო, წვიმა გვიწყალობე, შეწუხებული ვართ, შენი წყალობა მოგვანიჭე! ყველასი, დიდისა თუ პატარასი, მწყალობელი შენ ხარ”.

პანკისელი ქისტების ზეპირსიტყვიერებაში ყურადღებას იქცევს ბუნების სხვადასხვა ძალებისადმი აღვლენილი სალოცავ-სავედრებლები და მაგიური ტექსტები, რომლებიც გალობითა და რიტმული მოძრაობით კოლექტიურად სრულდება.
ძლიერი გვალვებით შეწუხებული სოფლელები შეგროვილი ფულით ყიდულობენ ღვთისადმი შეწირულ ცხვარსა და საქონელს.
დედაკაცები მას დანიშნულ დღეს ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის სიახლოვეს, საგანგებოდ შერჩეულ ადგილას ღვთის სახელზე აკვლევინებენ. ეს არის კოლექტიური საღვთო, რომელსაც ქისტურად ჰქვია „სააყ „. დაკლული საქონლის ხორცს მთლიანად ღარიბებს, ავადმყოფებს, ქვრივ-ობლებსა და მარტოხელა ადამიანებს უნაწილებენ. შემდეგ გუთანი გაჰყავთ ალაზანში, რომელზედაც სვამენ მართალსა და უდანაშაულო ქალს. ქალები ერთმანეთს ყრიან წყალში და ასველებენ, თან ცა-ღრუბლების გამგებელ სჴელასა და ღმერთ დელას წვიმის მოსვლას შესთხოვდნენ.

გარდა აღნიშნულისა, ამინდის ღვთაების მოსამადლიერებლად წვიმის გამოწვევის მიზნით ქისტები ასრულებენ სხვადასხვა წარმართულ მისტერიებს. ისინი სოფლის ძველი სასაფლაოდან დიდი ხვეწნა-ვედრებით იღებენ წყალში დამხრჩვალ ან მართალ და წმინდა კაცის საფლავიდან მიწას. როგორც მიცვალებულის სულს, ასევე ღმერთის შესთხოვენ პატიებას გარდაცვლილის საფლავიდან მიწის აღების გამო. მაგალითად, დიდი გვალვის დროს ჯოყოლოში მცხოვრები ქისტები მიწას იღებენ ალაზანში დამღვრჩალ სოფლის გარდაცვლილი მღვდლის პავლე ბორჩაშვილის საფლავიდან.

თუ გსურთ რომ დაიწყოს გადაუღებელი წვიმა, მაშინ გადაიხედეთ ფანჯარაში და ცას გახედეთ. როდესაც მზად იქნებით, მთელი გულით თქვით: ” ოჰ, ყოვლისშემძლეო ღმერთებო შეისმინეთ ჩემი სიტყვები… ჩემი ვედრებაა, რომ ცა გასკდეს და დაიწყოს წყალმა დინება. თევზები გაცოცხლდებიან და ყვავილები აყვავდებიან.” – ეს შელოცვა თქვით მაშინ როდესაც შეამჩნევთ რომ წვიმა იწყებს მოსვლას. წვიმა არ გადაიღებს რამოდენიმე დღე.

დაანთეთ 3 შავი სანთელი და წარმოთქვით სიტყვები: “მე მზად ვარ მივიღო შენი ბრძანება, მანამდე კი ამისრულე ოცნება. გაიხსნას ცა და ჩამოირეცხოს ღვთიური ცრემლი, შეუჩერებლივ, ამინ.” -როდესაც ამას წარმოთქვამთ დაიჩოქეთ თვალები დახუჭეთ და თქვით, “მე მჯერა შენი”.


სტატია მომზადებულია ინტერნეტიდან შეგროვებული სხვადასხვა მასალების მიხედვით.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS