ანაკლიაში ორი ქართველისა და ერთი ირანელი მოქალაქის ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავების შემდეგ, ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი სპეცოპერაცია თბილისში, ფონიჭალაში ჩატარდა. შსს-ის ცნობით, ორი დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. არის თუ არა დღეს ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე გვესაუბრება:
- ნარკოტიკების მოხმარებით გარდაცვლილთა რაოდენობა გახშირდა. მზარდი ტენდენციის მთავარი მიზეზი ნარკობაზარზე ახალი, განსაკუთრებით საშიში ფორმულების გამოჩენაა. ნარკორეალიზატორები ცვლიან ნივთიერებების სტრუქტურას და მომხმარებელმა არ იცის, რას იღებს. ახალ ნარკოტიკებს შეფუთვასაც უცვლიან.
გაიოლდა
საზღვარგარეთიდან მისი შემოტანა - ყველაზე აპრობირებული გზაა ინტერნეტით გამოწერა. იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული ინტერნეტსაიტები დაიხურა, შექმნილ ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა - ახალი საიტები ყოველწამიერად იხსნება. შესაბამისად, ბიონარკოტიკების ნაკადი საზღვარგარეთიდან ზოგს მცირე პარტიად შემოაქვს, ზოგიც ინტერნეტით იწერს. ოპერატიული ინფორმაციის გარეშე რთულია თითოეული მგზავრის შემოწმება, ამიტომ რეალიზატორების უმრავლესობას დაუბრკოლებლად შემოაქვს.
- თუ საბაჟოზე ან ინტერნეტით ძნელია რეალიზატორის დადგენა, რატომ ვერ ხერხდება მათი გამოვლენა კლუბსა თუ ფესტივალებზე?
იხილეთ ვრცლად: